Pages

ყველიან-ნივრიანი პურები სეზამის მარცვლებით


350-400 გრ ფქვილი
2.5 სუფრის კოვზი საფუარი ? 1ჩ.კ. ეყოფა
200 გრამი რძე (წყალი)
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი ზეთი
70 გრამი მარილიანი ყველი (მაგარი თუ მკვრივი , როგორც ითქმის რა)
5-6 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 მწიკვი შაქარი

1 კვერცხის გული
სეზამის მარცვლები


რძე + საფუარი + შაქარი = დავდგათ თბილ ადგილას 15 წუთით

ფქვილი + მარილი + კვერცხი (ოდნავ გათქვეფილი) + ზეთი = გადავურიოთ ერთმანეთს
დავამატოთ გახეხილი ყველი და დაჭყლეტილი ნიორი
დავასხათ საფუარიანი მასა და მოვზილოთ ცომი
ეს ყველაფერი დავდგათ 60-90 წუთით თბილ ადგილად ... გადავაფაროთ პირსახოცი

გავაკეთოთ სასურველი ფორმის პურები ... დავალაგოთ ღუმელის ფორმაზე ..... გადავაფაროთ ნამიანი მარლა და დავტოვოთ მინიმუმ 30 წუთით .... პურები აფუვდება

გადავუსვათ კვერცხის გული + ცოტა რძე (მაწონი, არაჟანი) ... მოვაყაროთ სეზამი

ვაცხოთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის მანძილზე .... ბოლოს დავბრაწოთ ზემოდან

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze