Pages

გრისინი grissini


500 გრამი ფქვილი
15 გრამი დაწნეხილი საფუარი
8 გრამი მარილი
280 გრამი წყალი ოთახის ტემპერტურის
50 გრამი ზეთი (სასურველია ზეითუნის )
1 ჩაის კოვზი შაქარი
2 სადილის კოვზი მანი
და არომატები სურვილის მიხევით.
მომზადების წესი

ფქვილი მოვათავსოთ ჯამში. ცალკე ჯამში დავფშვანთ საფუარი, წყლის მოცემული დოზიდან მოვაკლოთ ცოტაოდენი და დავასხათ საფუარს + შაქარი და მოვურიოთ რომ გაიხსნას.

შემდეგ დავასხათ ფქვილს და დავამატოთ დარჩენილი წყალი და ზეთი ნელ-ნელა და მოვზილოთ ელასტიური გინდა+ სასურველი არომატი. 30 წთ ვამუშავებდი დაფაზე. შეიძლება იყოს მიქსერის სპირალებიანი ჯოხები.

საცხობ დაფაზე დავაფაროთ საცხობი ქაღალდი და მოვაყაროთ ცოტაოდენი მანი. მერე გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმაზე ცომი. ფუნჯით კარგად გადავუსვათ ზეთი ზემოდან და მოვაყაროთ დარჩენილი მანის ნაწილი. გადავფაროთ და ვაცალოთ გაფუება.

მერე კი გვერდიდან (ვიწრო მხრიდან) ერთი თითის დადებაზე ბასრი დანით ჩამოვაჭრათ ლენტები. გადავიტანოთ საცხობ დაფზე, ქაღალდ დაფენილზე და თან სანამ დავდებთ მსუბუქად გავწელოთ ხელით საცხობი დაფის ზომაზე. თუ უფრო დიდია მოვაჭრათ ცომი. მაგრამ მოჭრილი ნაწილის ხელმეორედ გადაზელა აღარ მოხერხდება, ამიტომ გამოაცხვეთ პატარები.გადავუსვათ ზეთი ფუნჯით და მოვაყაროთ სეზამის მარცველბი (თუ სეზამის მარცვლებს ვაყრით თუ არა და არაფერი) ცომი დაჭრისას ოდნავ დაიჩუტებასავით და არ შეგეშინდეთ.

გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე (სანიავებლიანი) და გამოვაცხოთ 20 წთ. ან სანამ არ შეიფერება ზედაპირი.ინახება ქაღალდის პარკში ჰერემტულად თავმოკრულში.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze