Pages

სოსისის რულეტები


ცომისთვის:
250გრ.მარგარინი
0.5.ლ . მაწონი
1 ჩაის კოვზი სოდა
მარილი გემოვნებით
ფქვილი რასაც შეიზელს

შიგთავსისთვის:
1.კგ.სოსისი

ზევიდან გადასასმელად
1 კვერცხის გული

1 სუფრის კოვზი რძე ან 1 ჩაის კოვზი არაჟანი

გაადნეთ მარგარინი და ცოტა შეაგრილეთ, გადაიტანეთ ჭურჭელში სადაც ცომს მოზელთ, ჩაუმატეთ მაწონი და მორევით გახადეთ ერთიანი მასა. ურევთ მხოლოდ კოვზით. დააცერით 3 სუფრის კოვზი ფქვილი და ამ ფქვილზევე დააცერით სოდა და მარილი. ურიეთ კოვზით და ნელნელა აცერით ფქვილი სანამარ შეიკვრება მასა. ცომი მზად არის როცა მოშრება ზედაპირი, ეცადეთ არ გაგიმაგრდეთ. ხელზე და კოვზზე უნდა ეკრობოდეს.კ ოვზითვე მიეცით ფორმა, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით. რაც უფრო დიდხანს იქნება უკეთესია. სანამ ცომი მაცივარშია სოსისები მოხარშეთ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და გაჩერეთ 5-7 წუთით.ც ომის მაცივრიდან გამოღების შემდეგ გააბრტყელეთ დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე და დაჭერით სიგრძივად ლენტებივით 2-3 სანტმეტრის სიგანეზე და შემოახვიეთ სათითაოდ სოსისს. დაალაგეთ ცხიმ წასმულ ფორმაზე ზევიდან ფუნჯით გადაუსვით კვერცხის გული და რძე. შედგით ღუმელში. ცხვება 200 გრადუსზე 30 წუთში. ძირი რომ შეიფერება ზევიდან მობრაწეთ სურვილისამებრ 

 

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze