Pages

პური viko


  • 500-550 გრ ფქვილი
  • 5 გრ მშრალი საფუარი
  • 300 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
    1. საფუარი გახსენით წყალში.
    2. ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაასხით საფუარინი წყალი, ხის ნიჩაბით კარგად გადაზილეთ.
    3. ცომი გადმოიტანეთ დაფაზე, გადაზილეთ , თითქოს ვკეცავთ ( ერთ ნაპირს ვადებთ მეორეს)
    4. ცომს დიდი დამუშავება არ სჭირდება,დაახლოებით 10 – 15 გადაკეცვაში , შეკრული, მკვრივი ცომი უნდა მიიღოთ.
    5. მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და დაელოდეთ ცომის გაორმაგებას.
    6. ოთახის ტემპერატურის მიხედვით 1-1.5სთ სჭირდება.
    7. ამოსული ცომი გადაზილეთ და გაჭერით 2 ნაწილად.
    8. ცომის გუნდა შუაზე გადასერეთ (ბოლომდე არა)
    9. დაახვიეთ მჭიდროდ, რულეტივით.ასევე დაამუშავეთ ცომის მე-2 გუნდა.
    10. ცომის რულეტი რამდენჯერმე გადააგორეთ დაფაზე,
    11. მრგვალი ფორმა და თქვენი საცხობის შესაბამისი სიგრძე მიეცით.
    12. მზა ცომი გადაიტანეთ ოდნავ ცხიმიან საცხობზე.
    13. დანით დასერეთ ცომის ზედაპირი, გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ ამოსვლას.
    14. 20 წთ-მდე სჭირდება, ზედმეტი ამოსვლა არ უხდება, ბრტყელ ფორმას ღებულობს.
    15. კარგად გახურებულ ღუმელში, შედგით ტაფა.
    16. პურის შედგმის წინ, ტაფაზე დაასხით ცივი წყალი, როგორც კი ღუმელში ორთქლი გაჩნდება, პურებიც შეაწყვეთ საშუალო თაროზე.
    17. ცხვება 250 გრ-ზე , დაახლოებით 20 -25წთ.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze