Pages

ფუნთუშები ვაშლის გულსართით


600 გრ. ფქვილი
4 ცალი კვერცხი
100 გრ. კარაქი
100-120გრ. რძე
6 ს.კ. შაქარი
მარილი 1/3 ჩ.კ
ვანილი
11 გრ. მშრალი საფუარი(დროჟი) ან 25 გრ. ახალი საფუარი(დროჟი)
მომზადების წესი
გულსართში ვაშლის პიურე ან გახეხილი ვაშლი,ანუ ცომის გულზე დავაყრით 0,5 ჩ.კ. შქარს+გახეხილი ვაშლი.

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი(დროჟი)+2 ს.კ.შაქარი+100გრ. ფქვილი მოვაყაროთ,კარგათ გავქნათ ეს მასა და დავდგათ ამოსასვლელად,დაახლოებით 30 წუთში ამოვა.

გავთქვიფოთ კარაქი+მარილი +დანარჩენი შაქარი.შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები(მეოთხე ცალკე გავთქვიფოთ ჩანგლით, ნახევარი ცომში დავამატოთ და დანარჩენი ფუნთუშების მოსასმელად ვიხმაროთ),დავამატოთ ვანილი +ამოსული საფუვრიანი მასა, გარგათ ამოურიოთ .
შევაზილოთ ფქვილი,უნდა გამოგვივიდეს ნაზი ცომი(ყურის ბიბილოს კონსისტენციის smile.gif )
დავდგათ თბილ ადგილას(შეფუთული) ამოსასვლელად,ჩემი ცომი 2 საათში ამოვიდა.

გაფუებული ცომი დავყოთ გუნდებათ(მე 15 ცალი გამოვიყვანე,ყალიბის მიხედვით) ,ჩაუდოთ გულსართი,მოუკვრათ ხინკალივით ტავი და ჩავდოთ ,კარაქმოსმულ ყალიბში.დავდგათ 30-40 წუთით(ჩაის ტილო გადავაფაროთ) ამოსასვლელად.
გადაუსვათ გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობათ 190 გრადუსზე,შეწითლებამდე.
გამოვიღოთ ღუმელიდან,გადავაფაროთ ჩაის ტილო ყალიბს და ისე შევაგრილოთ 15 წუთის განმავლობაში.
ამოვიღოთ ფუნთუშები ყალიბიდან(მე ამოვატრიალე ბალიშზე smile.gif,მერე დავაცალკავე და ისე გავაციე.
მოვაყაროთ შაქრის პუდრი .
მიმოხილვა

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze