Pages

ფუნთუშები სამარხვო


  • 0,5 ლიტრი ცხელი წყალი
  • 0,5 შეკვრა მარგარინი ან მცენარეული კარაქი
  • 1 ჭ. შაქარი(250 გრამიანი ჭიქა)
  • მარილი, ვანილი
  • 2 ს.კ. საფუარი
  • 0,5 ჭ. თბილი წყალი
  • 1,200კგ. ფქვილი
  • ზეთი მოსასხმელად 50გრ.
მომზადების წესი
  1. მარგარინი დაადნეთ და ჯამში ჩაასხით, დააყარეთ შაქარი, მარილი, ვანილი და ამას დაასხით ცხელი წყალი. ისეთი ცხელი უნდა იყოს, რამდენსაც გაუძლებს ხელი რომ მოზილო. ცალკე საფუარი გახსენი თბილ წყალში და 1ჩ.კ. შაქარში. ამ ცხელ მასას დაამატეთ ფქვილი ნახევარზე მეტი (მთლიანი რაოდენობიდან) და ზილეთ, მერე ჩაასხი ეს საფუარი უკვე ამოფუებული და შემდეგ დარჩენილი ფქვილი დაამათეთ. ცომი ოდნავ ხელზე ეკვრის. ფქვილი სულ რომ შეიზილება, ვიღებთ ზეთს, ვისხამთ ხელზე და ამით კარგად ამოვაგუნდავებთ ცომს. გადააფარეთ ცელოფანი შეახვიეთ თბილად და 30 წ.ისევ გადაზილეთ და ისევ შეინახეთ თბილად. დაახლოებით 1 საათში (კარგად უნდა ამოვიდეს )გადმოიღეთ ცომი ზეთიან დაფაზე და გააკეთეთ გუნდები ან სურვილის მიხედვით დაალაგეთ ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე და აცადეთ კიდევ ერთხელ ამოსვლა კარგად. რომ ამოვა გადაუსვით მომწვარი შაქრის სიროფი და გამოაცხვეთ 170 გრ. 20-25 წ. ფქვილი რომ მიწერია ის რაოდენობა ან მეტი ან ნაკლები ივარაუდე რადგან ფქვილს გააჩნია

 

სიროფს ასე ვამზადებ:

3 ს.კ. შაქარს პატარა ქვაბში ვყრი და დაბალ ცეცხლზე ვდგავ, რომ ცოტა მოიწვება შაქარი და ლამაზ ყავისფერს მიიღებს, ვამატებ ცოტა-ცოტას მდუღარე წყალს( ფრთხილად იყავით ამ დროს ფუხფუხებს და არ დაიწვათ შხეფებით) კიდევ ცოტა ხანს დუღდება ცეცხლზე, კარგად რომ გადნება კრისტალები - გააგრილეთ. ფუნჯით გადაუსვით. აძლევს ლამაზ ფერს და პრიალებს

bulkisamarxvo1

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze