Pages

მარტივი პასკა.გამაფხვიერებელით....


500 გრამი დარბილებული კარაქი მიქსერით ათქვიფეთ, დაუმატეთ 8 კვერცხი ცილიან-გულიანად... 400 გრამი შაქარი, ცოტა მარილი, ვანილი და ლიმონის ცედრა (1-2 ლიმნის, გემოვნების მიხედვით)....
შემდეგ დაუმატთ 200 გრამი ნელ-თბილი რძე+ ილი, კარდამონი, დაფქული მუსკატი და წინასწარ დაყენებული შაფრანის ნაყენი (3 კოვზი შაფრანი დაფარეთ სპირტით და 2-3 დღE დააყენეთ)....

ან ყველაფერს დაუმატეთ 800 გრამი ფქვილის, 2oo გრამი სახამებლის და 2 პაკეტი ცომის საფხვიერებლის ნაზავი (ბაკინგ პაუდერ, იყიდებს სუპერმარკეტებში)....

ცომი მზად გექნებათ სადღAც 10 წუთში (საფუაიან ცომს ხალ დღენახევარი ვუნდებოდი ხოლმე, ჩაზელვა-გადაზელვებით), ძალიან მარტივი მოსამზადებელია და უგემრიელესი... თAნ ფუნთუშას არ გავს, რომ გამოცხვება დიდი ფორები არ აქვს ფუნთუშასავით.... ძალიან ნაზი და გემრიელი ცომია....

მოკლედ, ცომს რომ მოზელთ, შეგიძლიათ ჩააყაროთ ქიშმიში (მე წინასწარ ვალობობ ცხელ წყალში რამდენიმე საათით და მერე ზეთიან ტაფაზე დავყრი ხოლმე და კარგად დაიბურთება და აღAრაა დაჭმუჭნული)...

შემდეგ ცომს ვათAვსებ ცხომწასმულ და და საფანელმოყრილ ფორმაში, სადღAც ნახევარზე მეტი უნდა იყოს ცომი ფორმაში, მერე კარგად ავსებს კი არა და გუმბათსაც კარგს იკეთებს....

ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოდის, და თან რაც მთAვარია მარტივია....

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze