Pages

შვრიის შოკოლადის პეჩენიები გულსართით


ინგრიდიენტები
 

შოკოლადის ცომისთვის:

50გრ.შაქარი

100მლ.წყალი

წამოვადუღოთ და გადმოვდგათ.

50გრ.ნუში დაფქვილი

300გრ.ფქვილი

15გრ.გამაფხვიერებელი

30გრ.კაკაო

180გრ.შაქარი

1ცალი კვერცხი

1ცალი კვერცხის გული

180გრ.კარაქი

200გრ.სწრაფად მოსამზადებელი შვრია

 

გულსართისთვის:

20გრ.კარაქი

 120გრ.შვრია

100გრ.ქიშმიში

3 კვერცხის ცილა

100გრ.შაქარი

მწიკვი მარილი

ვანილი

მომზადების წესი

მოვამზადოთ ცომი:

გავცრათ ფქვილი,დავამატოთ გამაფხვიერებელი ამოურიოთ,დავაყაროთ მშრალი ინგრიდიენტები,ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხი,დავაჭრათ კუბიკებად დარბილებული კარაქი და დავასხათ მომზადებული,გაციებული სეროფი.მოვზილოთ ცომი.გამოვა საკმაოდ მძიმე,შეკრული ცომი.დავდოთ დასასვენებლად.

მოვამზადოთ გულსართი:

კარაქში მოვშუშოთ შვრია,გავაგრილოთ.

გადავარჩიოთ ქიშმიში.

გავთქვიფოთ კარგი ბეზე და შევურიოთ შვრია+ქიშმიში.

ცომის გუნდა გავყოთ 4 ნაწილად.

თითო ნაწილი ,ფქვილ მოყრილ მაგიდაზე, გავშალოთ 5 მმ.სისქეზე და გამოვჭრათ დაახლოებით 6-7 სმ დიამეტრის წრეები,ჩაუდოთ გულსართი,დავადოთ მეორე წრე ზემოდან,ოდნავ თითით დავაჭიროთ ცომის გარშემო.დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში,დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

პ.ს. ზედა ცომის წრეს მე ოდნავ ხელით კიდე ვაბრტყელებდი,რადგან კარგად მიწვდომოდა ქვემოთ დადებულ რგოლს.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze