Pages

სტეკკა


400გრ.ფქვილი

0,5 ჩ.კ. მარილი

0,5 ჩ.კ. შაქარი

¼ ჩ.კ. საფუარი(მშრალი)

350მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი
მომზადების წესი

ფქვილი+საფუარი+მარილი+შაქარი აურიოთ და დავასხათ წყალი.კოვზით ამოურიოთ ერთგვაროვან მასამდე,დავაფაროთ პარკი და ტილო ჩაის.დავივიწყოთ 12 საათით.

მაგიდას მოვაყაროთ კარგად ფქვილი,გადმოვღვაროთ!(ოდნავ მოთხელო ცომია)ცომი ,გადმოვკეცოთ ჩვენსკენ მიმართულებით 2-3 -ჯერ.გადავუსვათ ზეითუნის ზეთი და ¼ ჩ.კ.მსხვილი მარილი კიდე მოვაყაროთ.

ჩაის ტილოზე დავაყაროთ ფქვილი,გადავაბრუნოთ ზედ ცომის გუნდა J,ცომის ზემოდან თუ არის თხლად ფქვილი დავტოვოთ,თუ არა ოდნავ მოვაყაროთ,ჩაის ტილოს ტოტები დავაფაროთ ცომს და გავაჩეროთ კიდევ ერთი საათით,ან 2 საათთ.

ზეთ მოსმულ თუნუქის ფურცელზე გადავიტანოთ ცომი და დანით გავჭრათ სამ ნაწილად,ბოლოებიდან გავქაჩოთ ცომი ,რომ მიიღოს მოგრძო ფორმა.(არანაირ მოზელვას არ საჭიროებს,ზედმეტად არ დააწვეთ ცომს,რადგან გაზის ბუშტუკები შეინარჩუნოს J).

ცომს ზემოდან გადაუსვით ზეითუნის ზეთი.შეგიძლიათ მხოლოდ მსხვილი მარილი მოაყაროთ ზემოდან,შეგიძლიათ ყველის პატარა ნაჭრები ჩაარჭოთ +ნივრის ფირფიტებით.

როგორც ვარიანტი ზეთის ხილი ჩაარჭეთ და ორეგანო,ან ბაზილიკი მოაყარეთ.

ასევე პამიდვრის ნაჭრები შეიძლება+ნივრის ფირფიტები,შავი პილპილით და მარილიც მოაყარეთ.

ცხვება გახურებულ ღუმელში 250-260 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze