Pages

ფუნთუშები ნაღებში


0,5 ჩ.ჭ რძე
400 გრ. ფქვილი
100 გრ. შაქარი
50 გრ. კარაქი
7 გრ. მშრალი საფუარი(სველი საფუარი 2ჯერ მეტი)
ცოტა მარილი
ვანილის შაქარი
2 ჩ.კ. ლიქიორი,ან კონიაკი
1ცალი კვერცხი+1 ცალი კვერცხის გული

ნაღები 200 მლ.
3 ჩ.კ. შაქრის პუდრი

ზემოდან წასასმელად 1 კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,გავაჩეროთ 10 წუთი.
ამ დროს გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი +კარაქი.
დავამატოთ კვერცხის მასა რძის მასასი და დანარჩენი ინგრიდიენტები,მოვზილოთ ნაზი ცომი(მე ოდნავ მეკრობოდა ხელებზე).
დავდგათ გასაფუებლად,როცა მასა ამოვა დავყოთ პატარა გუნდებათ დაახლოებით 17 ცალი გამომივიდა.
გავთვიფოთ ნაღები და ბოლოს სევათქვიფოთ შაქრის პუდრი(არგადათქვიფოთ ნაღები!).
გადავიტანოთ ნაღების მასა ,ცეცხლ გამძლე ფორმაში,ჩავალაგოთ გუნდები(ოდნავ დაშორეით) და გავაჩეროთ ამოსაფუებლად კიდევ 30 წუთით.
გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე და გამოვაცხოთ შეწითლებამდე.შევაგრილოთ და კარგათ მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

ფორმას კედელი სულ ცოტა 5 სმ. უნდა ქონდეს და დიამეტრით 26-30 სმ.,ან ოთხკუთხედი ფორმა.ნაღები დუღდება და არგადმოგივიდეთ ,ამიტომ საჭიროა ფორმას ქონდეს მაღალი კედელი .

ვანილის სოუსი uxdeba



წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze