Pages

ბაქოს კურაბიე (ლელანგოები)


200გრ.კარაქი(დარბილებული ოთახის ტემპერატურის)

80გრ.შაქრის პუდრი

ვანილი

2 კვერცხის ცილა

320გრ.ფქვილი
მომზადების წესი

გავთქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრი,შევათქვიფოთ კვერცხის ცილა და დავაცრათ ფქვილი+ვანილი.

ცომი გადავიტანოთ ტორტების მოსართავ სპეც პარკში(ვარსკვლავის ფორმა გამოვიყენოთ(ანუ პირი)) და დავსვათ ცომი თუნუქის ფურცელზე(არაფრის წასმას არ საჭიროებს).

ცომის გულში გაუკეთოთ ოდნავ ჩაღრმავება და ჩაუდოთ ცოტა ხილფაფა.

შევდგათ გახურებულ ღუმელში 220 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში(ოდნავ შეყვითლებულ ძირამდე).
დამატებითი ინფორმაცია

გამოდის ნაზი,ფხვიერი პეჩენიები.

ხილფაფა თუ თხელია 2-3 ს.კ.ხილფაფას დაამატეთ 1 ჩ.კ.კრახმალი(სიმინდის).

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze