Pages

გურული ღვეზელი


ცომის გუნდა დასერე ჯვარედინად, გადმოუშალე კიდეები და გააბრტყელე. (მიაუს აქვს სურათი დადებული ნაპოლეონის ცომის მომზადების და ვიზუალურად მაგაზე უკეთესად ვერსად ნახავ) მიიღებ ჯვრის ფორმაზე გაშლილ ცომს, ჩაუდე გულსართი და "ჭიამაიას" რომ ვახვევთ, ხინკალს, ისე შემოკეცე ყველა მხრიდან. ასე უფრო ლამაზი გამოდის, თორემ გადახვევა უკვე შენი ნებაა. მგონი ძალიან რთულად არ ავხსენი 

0.5 ლიტრი თბილი (უფრო ცხელისკენ) წყალი
1 სუფრის კოვზი ფხვიერი საფუარი
1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
2-3 სუფრის კოვზი ზეთი (მე მეტსაც ვასხავ)
ამ ყველაფერს გადაურევ გადმოურევ ერთმანეთში ... დაამატებ 1 ჭიქა ფქვილს და კარგად გახსნი ხელის სათქვეფით (ვენჩიკით)
მერე გადადებ გარეცხავ ამ სათქვეფს და დანარჩენს შეუდგები ხელით
ანუ დაამატებ 2-3 ჭიქა ფქვილს + 1ან 1.5 სუფრის კოვზ მარილს და უკვე ხელით მოზილავ საკაიფო რბილ ცომს .... კიდე დაახმარებ ფქვილს იმისთვის რომ ცომი შეიკრად და დაგუნდავდეს ... ანუ ჭურჭლის კედლებიდან მოსცილდეს თავისუფლად

მერე ამ გუნდას კარგად ამოგანგლავ ფქვილში .... ზემოდანაც კარგად მოაყრი ფქვილს ... და დადებ თბილ ადგილას ამოსაფუებლად .... ჩაზილავ ერთი-ორჯერ ... მაგრამ თუ გეჩქარება არც ჩაზილავ ... მაინც მაგრად მუშაობს ეს ცომი ... და კიდოოოოო მაცივარში შეგიძლია შეინახო ეს ცომი მინიმუმ 1 კვირით

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze