Pages

პრიანიკები (თაფლით)


1 ჩ.ჭ.შაქარი

2 ცალი კვერცხი

1 ს.კ. დარიჩინი+ცოტა მუსკატის კაკალიც დაახეხეთ.

125გრ.მარგარინი(დარბილებული)

3 ს.კ.თაფლი

1 ჩ.კ. სოდა

2,5-3 ჩ.ჭ.ფქვილი

1ჩ.ჭ. მომჟავო ხილის პავიდლო,ან კონფიტიური,ან შესქელებული რძე მოხარშული.

გლაზური:

5 ს.კ.შაქარი

2 ს.კ. რძე
მომზადების წესი

ორთქლის აბაზანაზე 10 წუთის განმავლობაში ვამზადოთ ცომის ნარევი:

კვერცხის,დარიჩინის,თაფლის,შაქრის,მარგარინის,სოდის.

როცა მომზადდება მასა,გადმოვდგათ ცეცხლიდან და 1 ჩ.ჭ.ფქვილი ჩავაზილოთ.დავდგათ ცომი გასაციებლად.(მე ცივ წყალში ჩავდგი ქვაბი და მალე გაცივდა).

ოდნავ თბილ ცომის მასაში შევაზილოთ დანარჩენი ფქვილი.გამოგვივა ძალიან ნაზი ცომი.თითქოს ხელზე გეკრობასავით მაგრამ,ფქვილს თუ ოდნავ მოაყრი მშვენიერი ხდება J.

მოკლედ გავშალოთ ცომი მართხკუთხედათ,0,5 სმ. სისქეზე.გავჭრათ 12 მართხკუთხა ნაჭრებად.ჩაუდოთ გულსართი(პავიდლო)1,5 ჩ.კ. და გადავკეცოთ,ნაპირებს დავაჭიროთ ცოტათი რომ შეიკრას.გამოგვივა ბალიშების ფორმის პრიანიკები J.

ღუმელი გავახუროთ 200გრადუსამდე და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში.

გამოვიღოთ ღუმელიდან და ცხელებს გადავუსვათ გლაზური:

მოვადუღოთ შაქრის და რძის ნარევი,ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე.

გავაციოთ პრიანიკები და მივირთვათ.
დამატებითი ინფორმაცია

პ.ს. დარიჩინი არ დააკლოთ, არ იქნება ის რაც უნდა იყოს :)

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze