Pages

დონატი.


2 ჩ/კ დროჟი ჩავყაროთ 50 მლ თბილ წყალში და ვადროვოთ ამოსვლა 10 წთ.
800 გრ ფქვილი, 50 გრ კარაქი,2 კვერცხი, 1 ჩ/კ მარილი,100გრ შაქარი, 300მლ თბილი რძე.
მოვზილოთ ნაზი ცომი და დავასვენოთ 30-40 წთ.
გავაბრტყელოთ ცომი და გამოჭრათ დონატები. 10 წთ-ის შემდეგ შევწვათ ზეთში(ნახევრად რომ ფარავდეს ზეთი)
ზეთი თუ ძალიან გაცხელდა, დონატები უცებ იწვება და მუქდება, დაბალ ცეცხლზე სჯობს.
ნახევარი პორციით გამოვიდა 13 ცალი.
მინანქარიც მოუხდა და დარიჩნიანი შაქრის პუდრი.

ზემოდან ფერად მოსაყრელს არ გირჩევთ.

Kreppel - გერმანული დონატები ჯემით /?f=82&showtopic=34203192&st=360 viko

1 ს/კ დროჟი
1ჩ/კ შაქარი
3ს/კ თბილი წყალი
350 გრ ფქვილი
70 გრ შაქარი
1 კვერცხი
3 ს/კ გამდნარი მარგარინი
70 მლ წყალი
რომი 1 ს/კ( არ მქონდა,ლიქიორით შევცვალე)
1 ლიმონის ცედრა
½ ჩ/კ მარილი
ზეთი 100მლ-მდე
ჯემი 100გრ -მდე
შაქრის პუდრა 1-2 ს/კ


ჯამში რომელშიც ცომი უნდა მოვზილოთ, მოვათავსოთ 1 ს/კ დროჟი, 1ჩ/კ შაქარი. 3ს/კ წყალი. ვადროვოთ 10 წთ

10 წუთის შემდეგ .ჯამში ჩავამატოთ წყალი,შაქარი, კვერცხი მარილი, რომი, ლიმონის ცედრა და ფქვილი.

მოვზილოთ ცომი, თანდათანობით ვამატოთ გამდნარი მარგარინი. ცომი მალევე ხდება შეკრული და ელასტიური.
ჯამს გადავაფაროთ ტილო, თბილ ოთახში დაახლოებით 1 საათში ცომი გაორმაგებულია.

ცომისგან მოამზადეთ 16 ბურთულა, მოათავსეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და ადროვეთ ზომაში გაორმაგება(20-30 წთ)

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი შეწვა.

ზეთი ზომიერად გააცხელეთ,ძალიან დაბალ ცეცხლზე შეწვით ჯერ ერთი მხარე,შემდეგ მეორე, ზეთი თუ ძალიან ცხელია ზედაპირი ზედმეტად შეიწვება,შუაგული კი არასაკმარისად.
ამ დონათებს გვერდები არ უფერადდება, რაც მიიღწევა ძალიან ცოტა ზეთში შეწვით.

გაგრილებულ დონათებს საკონდიტრო შპრიცის წვრილი ბუნიკით შეუყვანეთ ჯემი.
ნაწილი ლიმონის კრემით მოვამზადე.
ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა


წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze