Pages

ფხვიერი ცომი კიშის


27სმ ფორმისთვის

250 გ ფქვილი,1 ჩ/კ გამაფხვ, (ეს შეგიძლიათ ამოიღოთ) მწიკვი მარილი
3 ს/კ შაქარი (პუდრად ქცეული ჯობს)
65 გ კარაქი
75 გ ზეთი, ორიგინალში ნუშის, მე ჩვეულებრივი ავიღე
1,5 ს/კ არაჟანი, ან რამე ქრიმ ჩიზი
2,5 ს/კ ცივი რძე

ჩავყაროთ 250 გ ფქვილი, მწიკვი მარილი, 1ჩ/კ გამაფხ. 3 ს/კ შაქარი (პუდრა) პროცესორში ან მიქსერში და ერთი დავატრიალოთ
ფქვილში ჩავაგდოთ 65 გ გახეხილი ცივი კარაქი და 1,5 ს/კ ცივი არაჟანი, ცოტა მოვურიოთ რომ შეერიოს
მსუბუქად გავთქვიფოთ 2,5 ს/კ ცივი რძე და 75 გ ზეთი, ჩავუშვათ ფქვილიან მასაში
ცომის ხლოპიები დავაგუნდაოთ და პირდაპირ ჩავდოთ ფორმაში, (ჩემი ტეფლონისაა და კარაქის მოსმა არ უნდა) მოვასწოროთ, ამოვუყვანოთ გვერდები და შევდგათ მაცივარში რაც მეტი ხნით უკეთესია. მე ღამე დავტოვე. ნუ 1 საათი მაინც
ცხვება 180 გრადუსზე, 15 წუთი სიმძიმით, 10 წუთი ისე
ამაზე მეტ ხანს არ გააჩეროთ, გამოშრება
ლამაზ ფერს იღებს, ფხვიერიცაა

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze