Pages

ისპანახის ღვეზელი 2 ვარიანტი


ცომი:
1 დაბალი ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 იგივე ზომის ჭიქა თეთრი ღვინო
ცოტა მარილი
ფქვილს რამდენსაც შეიზელს,დაახლოებით 400-500გ.
მოზელილ ცომს ვასვენებთ 30წთ.მერე ვყობთ შუაზე.

შიგთავსი
2დიდი კონა ისპანახი
1ჭ მოხარშული ბრინჯი
პრასი
ბატკანი ხახვი
კამა
პილპილი
მარილი

ვშუშავთ ჩამოთვლილ ინგრედიენ
ტებს ცოტა ზეითუნის ზეთში და ბოლოს ვამატებთ მოხარშულ ბრინჯს.

გაშლილ ცომის ფენას ვაყრით შიგთავსს და ვაფარებთ მეორე გაშლილ ფენას.ვჭრით ნაჭრებად და ვდებთ უკვე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-45წთ,180 გრადუსზე.

ისპანახის ღვეზელი http://forum.ge/?f=82&showtopic=33695604&st=660 mariaa

ცომი
2,5 ჩ/ჭ ფქვილი
ნახევარი ჭიქა vegetable shortening(სპეციალური საკონდიტრო ცხიმი)
1 ჩ/ჭ მაწონი
1 კვერცხი

ამ ყველაპერს ერთად მოზილავ(შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დაჭირდეს)და გაყოფ ორ ნაწილად.

შიგთავსი:
4 დიდი კონა ისპანახი
1 კონა მწვანე ხახვი
ცოტა კამა,პიტნა
1ჩ/ჭ ჰალუმი ყველი(აქაურია)რამე სხვა ყველით შეცვალე
250გ Fეტა
300გ ანარი ყველი
4 კვერცხი
1/4 ჩ/ჭ ზეთი
ერთი კვერცხის ცილა ზემოდან წასასმელას

ცოტათი შუშავ ხახვს მოხარშულ,გაწურულ ისპანახთან ერთად..გადმოდგამ ცეცლიდან ამატებ კამას,პიტნას.მერე ჩააფშვნი ჩამოთვლილ ყველს.ამატებ კვერცხს და ურევ ერთმანეთში.ცოტა მარილი,რადგან Fეტა და ჰალუმი საკმაოდ მარილიანია.
აბრტყელებ ორ ფენას..აფენ ფორმაში ისე რომ გვერდებიც ამოვიდეს,ათავსებ შიგთავსს და ადებ მეორე ფენას,გვერდებს კი აერთებ.
ზემოდან გადაუსვი ცილა 1კოვზ წყალთან ერთად.
40-50წუთი 160გრადუსზე.



წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze