Pages

იმერული ხაჭაპური


 1 კილო ფქვილს , მოვაყრით ერთ კოვზ სოდას, მარილს გემოვნებით და ერთ კოვზ საფუარს და კარგად ავურეთ ხელით, თანაბრად რომ განაწილდეს მთელ ფქვილში. შემდეგ, 200-250 მარგარინს ავზილავთ ფქვილში, ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა, (ანუ მარგარინი ისე უნდა აირიოს ფქვილში არ რტყობოდეს არაფერი) შემდეგ ავიღებთ ერთ ქილა მაწონს, თუ არ ეყო ცომის მოზელვას დავუმატებთ წყალს ან მაწონს. (მე წყალს ვუმატებ ხოლმე) კარგად მოვზილავთ და დაველოდებით ამოსვლას. ცომიც მზადაა. ერთ ხაჭაპურს უნდა დაახლოებით 300 გრამი ყველი ან ცოტა მეტი. ყველს ვუმატებთ მარილს გემოვნებით და ვახლი 1 კვერცხს, ხაჭაპურს ზემოდან მოვუსვამ ან კვერცხის გულს ან კარაქს 

 3 ცალი გამოდის ამ ცომით

http://forum.ge/?f=82&showtopic=34353716&st=105  ხაჭაპური მაწონსა და არაჟანზე  ladyvin

250 გრამი არაჟანი და 250 გრამი მაწონი ჩაასხი ჭურჭელში ჩააყარე 1 ჩ/კ სოდა (არათავმობმული)კარგად აურიე და აცადე სანამ ერთ დონეზე დადგება მაწონ-არაჟანი, დააცერი ფქვილი იმდენი რომ მოზილო ნაზი ცომი, მაგრამ საკმაოდ შეკრული, (დაახლოებით პურის ცომის კონსისტენციიის), გააკეთე გუნდები და დაასვენე დაახლოებით20-30 წუთი სითბოში, შემდეგ უკვე ყველს რომ ჩადებ მაშინაც უნდა დაასვენო 10-15 წუთი(ოღონდ გაუბრტყელებელი) უბრალოდ ყველჩადებული გუნდა, კიდევ ერთი დეტალი, ყველს რომ ჩადებ და თავს მოუკრავ, ეს გუნდა ამოაბრუნე და ისე გააჩერე (თავმოკრული მხრით ქვევით.)

 

http://forum.ge/?showtopic=34364881&f=&st=1365&#entry30899635

5 ჭიქა ფქვილს და დარბილებურ მარგარინს ერთ "პაჩკას" აურევ ერთმანეთში,ფხვიერი მასა რომ გახდება დაუმატებ 2ც კვერცხს და ერთ ქილა მაწონს სოდასთან ერთად,ამას აზილავ და დავუმატებ ფქვილს რამდენსაც შეიზელს.შემდეგ გაყოფ ორ გუნდად და შედებ მაცივარში,მე საყინულეში შევდგი ნახევარი საათით,ან მთელი ღამით დატოვებ ოღონდ არა საყინულეში.გაამზადებ 1კგ ყველს.შემდეგ ერთი ფენას დააფენ ფქვილმოყრილ "ჟარონაზე" დააყრი ყველს,დააფარებ მეორე ფენას,თავზე მოასხამ ერთ ათქვეფილ კვერცხს.დაჩხვლიტავ ზემოდან.შედგამ ღუმელში დაახლოებით 200-225 გრადუსზე და დაელოდები.ზედა მხარე ცოტა ხანი გაუთიშე ღუმელს და როცა შეატყობ რომ ცხობა დაიწყო მერე ჩაურთე. smile.gif ფერი ნახე უკვე როგორიც უნდა იყოს რომ ჩავთვალო მზად არის.ძალიან მარტივი გასაკეთებელი

დუხოვკის ხაჩაპური  http://forum.ge/?f=82&showtopic=33695604&st=660

1კვერცხი+ 0.5 ლ მაწონი + 1სადილის კოვზი ზეთი+ 100გრ კარაქი[ ან არაჟანი]

მოვზილოთ ძალიან რბილი ცომი. გადავიტანოთ ფქვილიან დაფაზე. ხელით გავაბრტYელოთ და მოვაყაროთ სოდა. გადავზილოთ[ ძალიან არა] კიდევ გავაბრტყენოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა.[სულ 1ჩაის კოვზი ]

ცომი უნდა იყოს ფაფუკი.
ცომი 2 საათით შევდოთ მაცივარში. მერე გამოვიყენოთ.

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1242&Itemid=55  ღუმელში გამოსაცხობი  

6 კვერცხი ავთქვიფოთ ოდნავ, დავუმატოთ 1ლიტრა მაწონში არეული 2 ჩაის კოვზი სოდა(მაწონი უმჯობესია სოფლის იყოს),+მარგარინი გამდნარი(მაგრამ არა ცხელი),+ პურის ფქვილი, იმდენი რომ ჩვილი ცომი მოვზილოთ, ცომი არ უნდა ეკვროდეს ჯამს,ზემოდან დააფარეთ ცელოფანი ან ფოლგა და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით დაასვენეთ. შემდეგ კი გამოაცხვეთ გინდ ლობიანი გინდ ხაჭაპური,შეგიძლიათ ცომი მაცივარში შეინახოთ და მეორე დღისით გამოიყენოთ

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze