Pages

ქადები 'სწრაფი'ფენოვანი ცომით.


500გ(2 ბრიკეტი) მარგარინი დავხეხოთ მსხვილ სახეხზე და ავკეპოთ 4 ჭიქა ფქვილთან ერთად.
ჩაის ჭიქაში მოვათავსოთ 2/3 ჩაის კოვზი მარილი, 1 ს/კოვზი ძმარი, 3ს/კოვზი სპირტი და კეპვით შევურიოთ მარგარინიან მასას. შემდეგ უცებ მოვზილოთ ცომი და 4 ნაწილად გავყოთ. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ და 3-ად გადავკეცოთ. ეს პროცესი გავიმეოროთ 3-ჯერ. ცომი შეგიძლიათ მაცივარში გაციები8ს ნაცვლად, მაშინვე გამოიყენოთ.
ქადის გული - ტაფაზე დავადნოთ 250-300 გ კარაქი, ჩავყაროთ იმდენი ფქვილი, რომ რბილ მასად იქცეს.არც ძალიან სველი და არც ძალიან მშრალი. ეს ფქვილზეა დამოკიდებული. ოდნავ მარილი მოვაბნიოთ, დავუმატოთ შაქარი და ვანილი. შაქარი იმდენი დაამატეთ, რომ საკმაოდ ტკბილი გამოვიდეს, რადგან ცომი უშაქროა.
გააბრტყელეთ თხლად თითოეული ცომი მართკუთხედის ფორმაზე. დააყარეთ გულსართი, გადაახვიეთ და დადეთ თუნუქის ფურცელზე. წაუსვით ზემოდან კვერცხის გული და ფიგურული დანით დაჭერით. ცხვება ცხელ ღუმელში
ზომიერ ცეცხლზე.

ეს არის ფაქტიურად სამარხო ცომი და ათასნაირად შეიძლება გამოიყენოთ - მილაკებზე, კრემიან ფირფიტებზე,ხილფაფით

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze