Pages

ფენქეიქები Pancakes


 1ჩ.ჭ ფქვილი  rtuli
 1 ცალი კვერცხი(დიდი)
 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი(ან 0,5 ჩ.კ. სოდა)
 1/4 ჩ.კ. მარილი
 2-3 ს.კ.შაქარი
 1 ჩ.ჭ. კეფირი
 3 ს.კ. ზეთი


მშრალი ინგრიდიენტები გადაურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ სველი ინგრიდიენტები ,ერთმანეთში გადარეული.
ეცადეთ ცომის მასა ძალიან დიდხანს არ ურიოთ,თორე ცომი არცისე ფაფუკი გამოგივათ.
ქაფქირით ამოიღეთ ცომი და ზეთ მოსხმულ ტაფაზე დაასხით,გამოაცხეთ საშვალოზე ცოტა დაბალ სიმხურვალეზე.

ცომი საშვალო არაჯნის სისქის უნდა იყოს.


3 კვერცხი გააცალკევე ცილა და გული

გულებს უქენი შაქარი რამდენად ტკბილიც გინდა მე სადღაც 150 გრ უშვები გააკეთებ გოგლიმოგლს და დაამატებ მაწონი კეფირი აქედან რომელიც გინდა 250 მლ ს. აურევ დაამატებ სოდას 1ჩ.კ გადავსებული არა ოღონდ გადასწორებული.

და ფქვილი სადღაც 1.5-2 ჭიქა/ მასა ს აურევ მიქსერით .

ცილისგან გააკეთებ ბეზეს და ბოლსო კოვზით შეურევ ცომს ბეზეს.ს აბოლოოდ თხელი არაჟნისებური მასა უნდა გამოვიდეს.

ტეფალის ტიპის ტაფას დადებ დაბალ ცეცხლზე და დაასხავ ცომს კოვზითვე გადაასწორებ მრგავლად. ძალიან მალე ცხვება და ყურადღებით იყავი ზემოდან ბუშტები რომ დაიწყებს დახეთქვას ესეიგი მზადდაა და უნდა გადმოატრიალო.

 

Pancake   http://forum.ge/?f=82&showtopic=34203192&st=300 viko


2 კვერცხი
2 ს/კ შაქარი
1ს/კ გამდნარი კარაქი ან ზეთი
½ ჩ/კ სოდა(გამაფხვიერებელი)
½ ჩ/კ მარილი
200მლ მაწონი, (კეფირი ,იორგუტი)
ვანილი სურვილის მიხედვით
250 გრ ფქვილი

კვერცხი და შაქარი გათქვიფეთ, (ხელის სათქვეფიც საკმარისია)დაუმატეთ კარაქი,მარილი, მაწონი. სოდა ან გამაფხვიერებელი. დააცერით ფქვილი და ცომიც მზადაა.

ცხვება უცხიმო, თბილ ტაფაზე,(დამცავი საფარით) ძალიან დაბალ ცეცხლზე.
გამოდის 9 ცალი, მე დავაკელი ფქვილი(30გრ), სრული დოზით ოდნავ სქელები გამოდის.

Pancakes-ფენქეიქები n.j http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1943&Itemid=55

3 კვერცხი
100 გ შაქარი
200 გ ფქვილი
200-250 გ არაჟანი(მაწონი, კეფირი)
ვანილი
1/2 ჩ.კ. სოდა+ლიმონის წვენი

ის მიხედვით, არაჟანს გამოიყენებთ, მაწონს თუ კეფირს, ფქვილის რაოდენობის ცვლილება დაგჭირდებათ. მთავარია მიიღოთ საშუალო სისქის, ბლანტი ცომი რომელიც კოვზიდან ადვილად ჩამოდის თუმცა წყალ-წყალა არ იქნება.
გააცალკევეტ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ ცოტა მარილთან მყარი ღრუბლის კონსისტენციამდე, გულებს კი დაამატეთ შაქარი და მიქსერითვე თქვიფეთ გათეთრებამდე, ამისტვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
შემდეგ ამატებთ არაჟანს,სოდას ლიმონის წვენით, ბოლოს კი ფქვილს და ვანილს.
ამ მიღებულ ცომს დელიკატურად შეურიეთ ათქვეფილი ცილა. მიიღებთ ნაზ, ბუშტუკებიან ცომს, რომელსაც უცხიმო ტაფაზე გამოაცხობთ ორივე მხრიდან.
პირველ ჯერზე შეგიძლიათ სულ ცოტა ზეთი მოუსვათ ტაფას.
ცხობის პარალელურად, თბილ-თბილ ფენქეიქებს მოხარშულ შედედებულ რძეს ვუსვამდი და ისე ვალაგებდი ერთმანეთზე. უგემრიელესია! ძალიან უხდება! ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ნუთელასთან ან სხვა მის მსგავს შოკოლადის კრემთან ერთად, არაჟნით და მურაბით, ნეკერჩხლის სიროფით ('ჯორჯიტაში' იყიდებოდა ხოლმე) თაფლით ან რაც გსურთ :)

 

 

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze