Pages

მარილიანი კეიკი სხვადასხვა


  • 180 გ ხორბლის ფქვილი;
  • 3 კვერხცი;
  • 100 მლ რძე (ნახევრადმოხდილი);
  • 100 მლ ზეთი (მე 50 მლ ზეთისხილის ზეთისა და 50 მლ მზესუმზირის ზეთის ნარევს ვამჯობინებ);
  • 150 გ ემენტალის ტიპის გახეხილი ყველი;
  • 10 გ გამაფხვიერებელი;
  • დამატებითი ინგრედიენტები ან შემავსებლები (ზეთისხილი, თხილი, კაკალი, ფიჭვის კაკალი, ლორი, შებოლილი ლორი, პამიდორი, არდნობადი ყველი (ფეტა)...).


მომზადება

  • მოვამზადოთ შემავსებლები (ზეთისხილი, ხახვი და მისთ. დავჭრათ რგოლებად, ლორი, ფეტა და მისთ. კუბებად და ა.შ.);
  • ღუმელი გავახუროთ 180°C-ზე;
  • ღრმა ჯამში მსუბუქად ავთქვიფოთ კვერცხი, რძე და ზეთი;
  • თქვეფით შევაზილოთ ფქვილი და გახეხილი ყველი;
  • გემოვნების მიხედვით გავუკეთოთ მარილი და პილპილი, განვაგრძოთ თქვეფა და დავამატოთ გამაფხვიერებელი;
  • 3 კვერხცი;
  • მოვუსვათ ცხიმი ოთხკუთხედ ყალიბს, ცომს დავამატოთ შემავსებლები, ოდნავ მოვურით, გადავიტანოთ ყალიბში და დაუყოვნებლივ შევდგათ ღუმელში.
  • ვაცხოთ 50 წუთი 180°C-ზე;
  • ყალიბიდან გადმოღებამდე კეიკს დავაცადოთ შეგრილება.

ქეიქი ლორით და ყველით

 ასევე შეიძლება კექსი შაშხვლავით, პარმიჯანოთი და ფიჭვის თხილით ან

წვრილად  დაჭრილი ლორი და შაშხი უქენი,
კარგად დაბლენდერებული ხახვის და ნიორის და ქინძის ნარევი ცოტა კარაქში მოშუშული,
ქვემოთ ფორმაში მთლიანი ნიგვზები ჩაუწყვე და ცხობის დროს ლამაზად მოიწვება, 
ყველს თუ უზამ პარმიჯანოს პეკორინო აჯობებს,
ასევე უხდება ცოტა მწვანე ფისტაშები


150მლ.თეთრი ღვინო
150მლ.ზეთი(მე დაჩა ვიხმარე)
4 ცალი კვერცხი
100გრ. ყველი(ნაკლებ მარილიანი,გახეხილი)
250 გრ. ფქვილი
1 შეკვრა გამაფხვიერებელი(ან 0,5 ჩ.კ. სოდა+1 ჩ.კ. ძმარი)
1/4ჩ.კ. მარილი
200გრ. დაჭრილი ლორი
200გრ. ზეთის ხილი

გავთქვიფოთ ღვინო+ზეთი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები,დავამატოთ ნახევარი ყველი+ფქვილი,ისევ ყველი+ფქვილი,კარგათ მოურიოთ და დავამატოთ გამაფხვიერებელი+მარილი+ლორი+ზეთის ხილი.
ჩავასხათ მასა ყალიბში,კარაქ მოსმული+ფქვილ მოყრილი,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში

მარილიანი კუგელჰოპი ელზასურად

-400გ ფქვილი
-12გ საცხობის საფუარი
-150გ დარბილებული კარაქი
-2ც კვერცხი
-10გ მარილი
-200მლ თბილი რძე (არაცხელი)
-2თ ხახვი
-100გ ნიგოზი ლებნებად
-100გ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი
-150გ შებოლილი ლორი ან შაშხი

შეურიეთ და გადაზილეთ მოსაზელი მიქსერით ინგრედიენტები (ნიგვზის, ხახვის და შაშხის გარდა), დადგით დახურული თბილ ადგილას (მაგ. რადიატორთან) სანამ მასა არ გაორმაგდება
ამასობაში მოშუშეთ მორძოდ დაჭრილი ლორი ხახვში, ცხიმის დამატების გარეშე, გაოქროსფერებამდე
დაელოდეთ გაციებას და შეურიეთ, დაჭრილ ნიგოზთან ერთად მომზადებულ ცომში
კექსის მრგვალ ყალიბს წაუსვით კარაქი ქვემოთ ჩაუწყვეთ ნიგვზის ლებნები და ჩაასხით ცომი, დაელოდეთ სანამ არ ამოვა ყალიბის პირამდე (დაახლ. 45 წთ)
შედგით 210°-ზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით
გამოღების შემდეგ ამოაპირქვავეთ ყალიბიდან ცხაურიან ქვესადგამზე და აცალეთ გაგრილება
გაიტანეთ სუფრასთან როგორც აპერიტივი

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze