Pages

პეროგი სოკოსი


მოშუშავ 800 გრ. სოკოს ხახვში,მარილით პილპილით,ქინძით(მე ვამატებ კიდე ძმარს მიყვარს და მგონი უხდება კიდეც).გახეხავ სულგუნს (არვიცი ვის რამდენი მოსწონს გემოვნებით,მე 300 გრ.ვიხმარე).

ახლა ცომი:3 კვერცხი გათქვიფე+1 ჭიქა 250 გრ.კეფირი ამაშივე 1 ჩ.კ. სოდას დაამატებ+250 გრ. მაიონეზი+0,5 ჩ.კ. მარილი+1,5 ფქვილი .სქელი არაჯნის ცომი გამოვა.ფორმას წაუსმევ კარაქს და ცოტა ფქვილს მოაყრი დაასხავ ნახევარ ცომს,ზემოდან სოკო+ყველი და ისევ ცომი გაანაწილე ზემოდან.დუხოვკაში 200 გრადუსზე 40 -50 წუთი. ასეთ ცომში შეიძლება თევზით+ მოხარშული კვერცხით ჩაიდოს გულსართი და ფარშითაც + ყველით. ფორმა ვიხმარე ტორტისთვის რომ ვხმარობთ

ღვეზელი ჟულიენით 

125 გრ. კარაქი(მარგარინი)
1 ჩ.კ.შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
3 ცალი კვერცხი
1,5 ჩ.ჭ ფქვილი

ავადუღოთ წყალი+მარილი+შაქარი+კარაქი და ცხელშივე ჩავყაროთ ფქვილი,კარგათ მოვზილოთ ელასტიური ცომი(ხის კოვზით).ცომი გუნდასავით უნდა შეიკრას.

დავამატოთ სათითაოთ კვერცხები და ცომი შევაგრილოთ.

მოვამზადოთ გულსართი:

800 გრ. სოკო
1 ცალი ხახვი
პრასი თუ არის ცოტა
კამა.პილპილი,მარილი
სულგუნი 400 გრ.
არაჟანი და ნაღები სულ 200 გრ.

მოვშუშოთ ხახვი და პრასი და ჩავყაროთ დაჭრილი სოკო,ვშუშოთ სრულ წვენის ამოშრობამდე.შევანელოთ და დავამატოთ არაჟანი.
გავხეხოთ ყველი.

ფორმასჩაუფინოთ ცხიმ წასმული ქაღალდი და ჩავდოთ ცომი,დავახეხოთ ყველის ნახევარი,დავადოთ სოკოს გულსართი,მოვაყაროთ ყველი და ღუმელში გამოვაცხოთ 240 გრადუსზე დაწითლებამდე.

შეგიძლიათ სოკოს მაგივრად ქათმის ხორცი გამოიყენოთ,როგორც ვარიანტი.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze