Pages

ტარხუნის ღვეზელი


 
 

ცომი- 2 კვერცხს ავთქვეფთ, შევურევთ 0.5ლ. მაწონს(ან 250 გრ. არაჟანი, 250 გრ. მაწონი) , 200 გრ. გამდნარ ცხიმს, მარილი, მოვზელთ რბილ ცომს. გავაბრტყელებთ და ზემოდან მოვაყრით ძალიან ცოტა სოდას, შემდეგ გადავკეცავთ კონვერტივით, გავაბრტყელებთ და ისევ მოვაყრით სოდას და ა.შ. სანამ საბოლოო ჯამში 1 ჩ.კ. სოდას არ გადავანაწილებთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში მინიმუმ 3სთ. ასე მოზელილი ცომი მაცივარში ინახება 4-5 დღესაც

დამატება:
1. 1 ჩაის კოვზი ზეთი მართლაც უხდება, მე ცომს ზემოდანაც გადავუსვი, რომ არ გამომშრალიყო მაცივარში;
2. ფქვილი საჭიროა დაახლოებიტ 1 კგ. ეს დამოკიდებული მაწვნის სისქეზე, ან მაქვნისა და სმეტანის ნაზავზე;
3. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, 20 წუთი;
4. თითქმის გამომცხვარს, თავის მოწითლების მიზნით გადაუსვით 1 ცალი კვერცხის გული.
5. თუ ცომის შენახვა გინდათ რამოდენიმე დღე, მაშინ სოდას ნუ გაუკეთებთ, რადგან ცომი შავდება. სოდა გაუკეთეთ ღვეზელის მომზადების წინ.
6. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, ერთი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ თუნუქის ფურცელზე (წინასწარ გახურება არ ჭირდება). შემდეგ დაადევით გულსართი და გადააფარეთ მეორე ფენა. გვერდები კარგად გადაუკეცეთ.
7. შეგიძლიათ ცომი ცოტა მოიტოვოთ და გააფორმოთ ზემოდან. (სურათი 2)

ასეთი ცომის გულსართი შეიძლება იყვეს ნებისმიერი ხორცეული, თევზეული და ბოსტნეული.

გული- მწვანე ხახვი, 3 კონა ტარხუნა, 3ც. მოხარშული კვერცხი, 100 გრ. კარაქი.

 

 

 



წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze