Pages

სააღდგომო ნაწნავი


ს არის ე.წ. სააღდგომო გვირგვინი, რომელიც უფლის გვირგვინის ”იმიტაციას” გულისხმობს. მზადდება შემდეგნაირად>5 ჭიქა პურის ფქვილი (750 გ)
150 გ შაქარი
2 ”კუბიკი” საფუარი
1 ¼ ჭიქა ნელთბილი წყალი
½ ჩაის კოვზი ზაფრანი
2 ჩაის კოვზი სეზამი
3 კვერცხი
150 გ კარაქი
1 ლიმნის კანი
1 პაკეტი ”ნამცხვრის” ფხვნილი ან სოდა 1 ს/კ პლიუს ცოტა ძმარი

მომზადება:

საფუარი ჩანგლით დავჭყლიტოთ 2 ს/კ ფქვილს, 1 ს.კ შაქარს შევურიოთ, დავამატოთ ცოტა ნელთბილი წყალი, ავზილოთ და დავდოთ თბილ ადგილას ასაფუვებლად. 

თასში ჩავახალოთ 3 ცალი კვერცხის გული და შაქრის ერთად ავთქვიფოთ. მივამატოთ ზაფრანი, დამდნარი კარაქი, საფუარი,ნელთბილი წზალი, ამის მერე ნელნელა ვამატოთ ფქვილი და თან ვურიოთ. დავამატოთ ასევე ნამცხვრის ფხვნილი ან როგორც ალტერნატივა სოდა ძმრით. ასევე დახეხილი ლიმონის კანი. ცომი უნდა იყოს რბილი და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კიდევ წყლის დამატება. ცომი ისეთი უნდა მივიღოთ ბოლოს, რომ იყოს ფუმფულა და ასევე შეიძლებოდეს მისი ფორმირება. ეს უკვე მოზელილი ცომი გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი ანუ მანამდე, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში. ამის შემდეგ ამოვიღოთ თასიდან და განვათავსოთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე, ფქვილიანი ხელით კიდევ ავზილოთ ერთხელ. პარალელურად ჩვართოთ ღუმელი და გავახუროთ 100 გრადუსზე. 2 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სეზამთან ერთად.

ცომი დავყოთ 3 ნაწილად და თითოეული ”დავაგორგვალოთ” გრძლად. თითოეულს წავუსვათ ცოტა გამდნარი კარაქი და დავწნათ ნაწნავივით და მოვახვიოთ (იხ. სურათი 1).

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze