Pages

მხლოვანი:


დაჭრი ცოცხალ ჭარხალს, დააყრი ბლომად მარილს და ასრისავ. დაახლოებით 10 წუთში გაწურავ მაგრად. მწვანილებიდან უნდა მწვანე ხახვი, ერთი კონა, ცოტა ქინძი და კამა. შეურევ ახალ ხაჭოს ან უმარილო ყველს. და მთავარი : 200 გრამი ცხიმი მაინც უნდა. ჩვენს შემთხვევაში - კარაქი, მთიულურში - ერბო.

ცომი: ხაჭაპურის რბილი, დროჟიანი ცომი. იმის მიხედვით ვზელ, რაც მაქვს სახლსი, მაწონი, არაჟანი, რძე, წყალსაც ვურევ. დროჟი, მარილი, კვერცხი, და ცხიმი, მარგარიანი ან ზეთი.
ცხვება აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ ვუსმევ კარაქს.

მთიულური მხლოვანა 

ჭარხლის ფხალი - 3 კონა
უმარილო ყველი - 300 გრ.
თითო კონა მწვანე ხახვი და ქინძი.
კარაქი - 200 გრ.
წვრილად ვჭრით წითელი ჭარხლის ფოთოლს, ვაყრით მარილს და ვსრესთ მაგრად. ვაჩერებთ დაახლოვებით ნახევარი საათი. მერე ვწურავთ. ვამატებთ დაჭილ მწვანე ხახავს და ქინძს, ვურევთ ჭყინტ ყველს. მთიულები ერბოს უკეთებენ, მე - გამდნარ კარაქს.

ცომი:
1 კვერცხი
500 გრ. მაწონი
200 გრ. მარგარინი.
სოდა-ძმრით, მარილი, საშუალო სისქის ცომი.
მიცდია იგივე დროჟითაც, და ძალიან კარგი გამოდის.
მერე ხაჭაპურივით ცხვება ღუმელში, თავი ღია უნდა დაუტოვოთ.
ჩვეულებრივი ფენოვანი ცომითაც მშვენიერი გამოდის.

იგივე გამიკეთებია ისპანახითაც და ძალიან გემრიელია.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze