Pages

სახლში მომზადებული პასტა


საჭიროა ფქვილი ხორბლის (თეთრი, რუხი, შავი), კვერცხი, მარილი . . (წყალი საჭირო არ არის, ერთი შემთხვევის გარდა - თუ კვერცხს წყალით ჩაანაცვლებთ - ანუ 20-30 გრამი წყალი - 1 კვერცხის სანაცვლოდ).
ინვენტარიდან საჭიროა - ბლენდერი, სასურველია პასტა-მანქანა, არ არსებობისას სამზარეულოს დაფა და გასაბრტყელებელიც გამოდგება +დანა ან რაიმე კულინარიული საჭრელი.

1. სურათზე მოცემულ ბლენდერის მაგვარში (სურათზე ბრაუნის საოჯახო კომბაინია - 800 მლ.ლიტრიანი - ორიენტაციისათვის) ჩავყაროთ ფქვილი 500 გრ. ნიშნულამდე. ერთი-ორჯერ დავატრიალოთ ფქვილი 1 ჩაის კოვზ მარილთად ერთად (ვითომ ასე გავცერით) და ჩავახალოთ 2 ცალი კვერცხი რიგ-რიგობით, ანუ ერთი რომ გაიხსნება, შემდეგ მეორე დავუმატოთ. მიიღება გრანულირებული, ნესტიანი მასა და არანაირი ცომის კონსისტენცია.

1.1. მეორე - ასეთივე რაოდენობა ფქვილს ვუქენი 1 ცალი კვერცხი და 20 გრამი წყალი, რადგან პირველი - კვერცხის ძალიან ყვითელი გულის გამო ზედმეტად ყვითელი გამოვიდა. მეორე ვარიანტიც მშვენიერი იყო . . ერთი ფერით განსხვავდებოდა წინა ცომისაგან.

2. ეს ფხვიერი მასა გადმოვაპირქვავოთ სამზარეულოს დაფაზე და ხელით გადავზილოთ - რამდენიმე წამში მიიღებთ მკვრივ ცომს, რომელიც უნდა შეახვით ცელოფანში და დაივიწყოთ 20-30 წუთით.

3. შემდეგი ეტაპია ცომის გუნდებად/პორციებად დაყოფა და გაბრტყელება-დაჭრა.

4. გახმობა, ანუ სანამ ცომს ცხელ, მარილიან წყალში ჩაყრით - ცოტა შეაშრეთ. (პასტის მოსახარშ წყალს მარილის გარდა არ დაუმატოთ არაფერი, განსაკუთრებით ზეთი, ჯერ ერთი მავნებელია, მეორეც - პასტის ხარისხს აფუჭებს, ზეთი ან ნებისმიერი სხვა ცხიმი უნდა დაემატოს მას შემდეგ, რაც მოიხარშება და წყალს გადავუწურავთ, არც ცივი წყალი არ უნდა გადაევლოს წყალ გადაწურულს, თუ მიწებების გეშინიათ - ზეთი ან კარაქი ამ პრობლემას უადვილესად ხსნის, რომელსაც გადაწურვის შემდეგ დაუმატებთ).

5. თუ მოგვიანებით გინდათ გამოიყენეთ - გააშრეთ და შეინახეთ მაცივარში, ოდნავ ნესტიანს არა უშავს რა., მთავარია მწებავი ცომი არ იყვეს.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze