Pages

ფახლავა გურულების


ცომი: 5 კვერცხის გული , 200 მლ არაჟნი + 200 გრ ძალიან დარბილებული კარაქი და მწიკვი მარილი ავურიეოთ ერთმანეთში. დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ მოიზილოს ნაზი ცომი რომლის თხლად გაბრტყელებაც შეგვეძლება.  გულთავსი: 5 კვერცხის ცილისაგან და 2 ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ ძაალიან კარგი ბეზე დავამატოთ 300-400 გრამი მანქანაში გადატარებული ნიგოზი ვანილი, 3-4 ს.კ კონიაკი.  სიროფი: 200 მლ თაფლი + 50 მლ წყალი.  მომზადება: გავაცხელო ღუმელი (მხოლოდ დაბლა ნაწილზე შეუნთეტ ცეცხლი) 180 გრადუსზე.  გავყოთ ცომი 6 ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი, დავდოთ საშუალო ზომის ჟარუნაზე, გადავუსვათ ბეზეიანი ნიგოზი მოვყაროთ ცოტა ქიშიმიში (აუცილებელი არაა, მაგრამ მე მიყვარს). და ასე მანამ სანამ ბოლო ფირფიტამდე არ მივალთ. ბოლო ფირფიტა უფრო დიდი ზომის გავაკეტოთ რომ ნამცხვარს გვერდებზე ჩავუკეცოთ. დავჭრათ ჩვენი ნამცხვარი და შევდოთ ღუმელის შუა დონეზე გამოსაცხობად.  რომ გამოცხვება, ავიღოთ ჩვენი მომზადებული სიროფი და კოვზით კარგად მოვასხათ ნამცხვარს. დანით კიდევ ერთხელ გადავსეროთ და ნაპრალებშიც ჩავასხათ. მერე ისევ შევდოთ ღუმელში სულ 5 წუთით.  ესაა და ეს. გემრიელად მიირთვით  

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze