Pages

სენდვიჩის პური.


ამ პურის სეკრეტია „ფქვილის ფაფა„ ეს არის იაპონური ტექნიკა რომელსაც იყენებენ პურეულში და ბულკეულში.პურს უნარჩუნებს სინესტეს და მალევე არ შრება. წინასწარ ვამზადებთ ამ ფაფას.1 წილ ფქვილზე 5 წილი წყალი უნდა.დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ 65 გრადუსამდე.თუ თერმომეტრი არა გაქვს მაშინ აცადე რომ კარგად შესქელდეს.არ უნდა აგიდუღდეს.გადააფარე სამსარეულოს ცელოფანი და აცადე გაციება. ცომისათვის: 475 ფქვილი პროტეინებით მდიდარი.12-13 % მაინც უნდა ქონდეს. 15 გრ.რძის ფხვნილი 25 გრ შაქარი 195 გრ წყალი (წყლის რაოდენობა ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული.ამატე ნელ ნელა თხელი არ უნდა იყოს ცომი) 155 გრ ' ფქვილის ფაფა ' 9 გრ მარილი 10 გრ დაწნეხილი საფუარი.თუ ცხელა შეგიძლია ნაკლებიც უქნა.მე ზამთარში მაგ რაოდენობას ვუშვები 40 გრ კარაქი მოვზილოთ ყველაფერი კარაქის გარდა.როცა ცოტა ელასტიური გახდება ცომი დაამატე კარაქი და გააგრძელე ზელვა.იქამდე სანამ გლუტენი კარგად არ განვითარდება.აიღე ცომის პატარა ნაჭერი და ხელით გაწელე თუ გაიხა ჯერ აკლია და თუ გაიწელა ცომი მაშინ ეყოფა.ამ დროს ცომი ძაან ელასტურია და პრიალა. რომ გაფუვდება გადაზილე და მიეცი ცილინდრის ფორმა.რაც ნაკლები ჰაერი შეყვება უკეთესი.ასე დიდ ნასვრეტებს არ გაიკეთებს ცხობის დროს. თუ მართკუთხედი ყალიბი გაქვს კექსის 20 სმ_იანი მაშინ 2 ცალი გამოგივა.აცადე კარგად გაფუვდეს.თუ დააკლდა გაფუვება მაშინ ცხობის დროს გვერდები გაეხსნება. ღუმელი გაახურე 175 გრ და გამოაცხე მარტო ქვედა წვის რეჟიმით. თავზე მე არაფერს არ ვუსმევ ფერს თვითონაც კარგად იღებს

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze