Pages

ნაზუქი


ინგრედიენტები რძე 750მლ. კარაქი 250 გრ. შაქრის ფხვნილი 500 გრ. ქიშმიში 0,5 ჩ.ჭ კვერცხი 5 ცალი შესქელებული რძე 0,5 ჩ.ჭ საფუარი 40 გრ.(დაწნეხილი)ან 20-25გრ.მშრალი საფუარი ვანილი,მიხაკი,დარიჩინი და მარილი - გემოვნებით ფქვილი რამდენსაც შეიზელს (უნდა მოიზილოს ნაზი ცომი) მომზადების წესი გავხსნათ თბილ რძეში (ნახევარში) საფუარი+2 ს.კ.შაქარი+100გრ.ფქვილი და დავდგად გასაფუებლად. გავთქვიფოთ კარგად კვერცხები და შაქარი, დავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები და დარბილებული კარაქი. დავაცრათ დაახლოებით 1კგ.ფქვილი, ცოტა ამოურიოთ და დავასხათ ამოსული საფუვრიანი მასა. მოვზილოთ და თან ვამატოთ ფქვილი, იქამდე სანამ ნაზი ცომის მასა არ მოიზილება. დავდგათ თბილ ადგილას, ამოსასვლელად. ერთხელ გადავზელავთ ამოსულ ცომს, ვაცდით კიდე ამოსვლას და ამოვიღებთ გუნდებს. მივცემთ მოგრძო ფორმას, გავაჩერებთ ამოსასვლელედ კიდევ 1 საათით, წავუსმევთ კვერცხის გულს+ცოტა რძეს და გამოვაცხობთ ნაზუქებს. ღუმელში 180-200გრადუსზე ცხვება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze