Pages

ჯანჯაფილის ხრაშუნები


180 გრამი ყავისფერი შაქარი
55 თეთრი შაქარი
180 კარაქი
5 გრამი დარიჩინი
12 გრამი ჯანჯაფილი
1 კვერცხი
1 სადილის კოვზი რძე
360 გრამი ფქვილი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1 მწიკვი მარილი

მოსართავი გლაზურისათვის:
100 გრამი გაცრილი შაქრის პუდრა
18 გრამი კვერცხის ცილა

1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

დარბილებული კარაქი და შაქარი (ორივენაირი ) აურიეთ ერთმანეთში.რეცეპტში მოცემულია ორივე ფერის შაქარი ერთი მიზეზით რომ ცომი ძალიან მუქი არ გამოვიდეს.

დაუმატეთ ჩანგლით გათქვეფილი კვერცხი + რძე . ფქვილში აურიეთ გამაფხვიერიებელი ,ჯანჯაფილი, დარიჩინი და დაუმატეთ კარაქიან მასას. მოზილეთ კარგად . მერე გადაახვიეთ კულინარიულ ცელოფანში და მაცივარში შედეთ 1-2 საათი. შემდეგ გამოიღეთ და გააბრტყელეთ 4-5 მმ სისქეზე. დაჭერით 9 მრგვალ დისკებად .

პირველი დისკი 8.5 სმ

მეორე დისკი 7,0 სმ

მესამე დისკი 6,0 სმ

მეოთხე დისკი 5,0 სმ (ამავე ზომისაა 5 და 6 დისკები )

მეშვიდე დისკი და მერვე დისკი 4.0 სმ

მეცხრე დისკი 3.0

ზანზალაკი 2.5 სმ

ეს დისკები ყველა ამოჭერით ცენტრში 1 სმ (ყველა დისკის ნახვერტი უნდა იყოს თანაბარი რომ შემდეგ ზარის აწყობისას არ შეიქმნას პრობლემა და არ იყოს დაბრეცილი )

ფოთლები(L'Agrifoglio)

სიგრძე 8 სმ სიგანე 6 სმ

L'Agrifoglio პირევლად ეს მცენარე საშობაო დეკორაციად ირლანდიელებმა გამოიყენეს. მოგვინებით ამ მცენარის ფოთლები მიმსაგვსებული იქნა ქრისტეს ეკლიან გვირგვინს. მცენარის წითელი ნაყოფი მაცხოვრის სისხლს და თეთრი ყვავილები კი ღვთისმშობლის სიწმინდესთან იქნა გაიგივებული .

დისკები მოვათავსოთ საცხობ დაფაზე. (საცხობ ქაღალდ გადაფარებულზე) სიპრიალისათვის გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის ცილა და გამოვაცხოთ 180 გრადსუზე 15-20 წთ.

მოსართავი გლაზური :

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ დავუმატოთ ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა .

კონსისტენციას დააკვირდით. თუ სახლში მომზადებულ შაქრის პუდრას გამოიყენებთ შეიძლება მეტი დაჭირდეს, რადგან ნაყიდი პუდრა სახამებელსაც შეიცავს .

 

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze