Pages

პურები წითელი ღვინით


200 გრამი ფქვილი (პროტეონებით მდიდარი )
60 გრამი წყალი
80 გრამი წითელი ღვინო
საფუარის მოსამზადებლად
50 გრამი ფქვილი
25 გრამი წყალი
1 ჩაის კოვზი შაქარი
2 გარმი დაწნეხილი საფუარი
წითელ ღვინოში პასტერიზებული ხახვის მოსამზადებლად
40-60 გრამი წვირლად დაჭრილი ხახვი
100 გრამი ღვინო
25 გრამი ზეთი
მწიკვი მარილი
შავი პილპილი

+2 გარმი დაწნეხილი საფუარი

საფუარის მომზადება .
საფუარი გახსენით წყალში დაუმატეთ შაქარი და ფქვილი. მოზილეთ პატარა გუნდა და 1 ღამე ჰერმეტულად თავდახურულ ქილაში დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ხახვის პასტერიზება წითელ ღვინოში
ხახვი დაჭრილი წვირილად მოვათვსოთ ქვაბში და დაასხით ღვინო , ზეთი მწიკვი მარილი და ადუღეთ სანამ ხახვი ნაზი კონსისტენციის არ გახდება .გაცივებული ხახვი ამოალაგეთ კულინარიულ ქაღალდზე რომ შეშრეს .
ცომის მომზადება
ფქვილს დაუმატეთ წინა დღეს მომზადებული საფუარი და + 2 გრამი დაწნეხილი საფუარი. ნელნელა შეაზილეთ ღვინო და წყალი. ბოლოს კი დაუმატეთ პასტორიზებული ხახვი და მარილი. მოზილეთ ელასტიური გუნდა და აცადეთ გაფუება . შემდეგ კი დაყავით პატარ გუნდებად . მოათავსეთ საცხობ დაფაზე და აცალეთ ხელმეორედ გაფუება . გამოაცხვეთ 210 გრადუსზე 5-7 წუთი.
მე ჩემი რეჯიმიდან გამომდინარე საღამოს მოვზილე ცომი და მერე ცელოფანში გახვეული მთელი ღამე მაცივარში დავტოვე. მეორე დღეს კი დავყავი გუნდებად და გამოვაცხვე .
ფქვილზე სითხე ნელ ნელა დაუმატეთ შეიძლება სულა არ დაჭირდეს . გააჩნია რა სახის ფქვილს გამოიყენებთ . გემოს რაც შეეხება ძალან გემრიელია . ხახვის გემო ძალიან ნაზად იგრძნობა .

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze