Pages

ცხელი სალათი SERIOZUL


საცხობ ჭურჭელს ფსკერზე ცოტა ზეთს მოუსვამ და შენი სურვილის მიხედვით ფენებად აწყობ ძალიან თხლად მრგვალად დაჭრილ კარტოფილს, წვრილად დაჭრილ ბულგარულს, წინასწარ მოხარშულ და სამად გაყოფილ კვერცხს, წინასწარ ზეთში მოთუშულ რგოლებად დაჭრილ ხახვს,დახეხილ ყველს, (ასევე შეგიძლია მრგვალად დაჭრილი პომიდორიც,თუმცა ჩემებს არ უყვართ და მე არ გავუკეთე.).ფენებს შორის აყრი მარილს და შავ წიწაკას.მე ზემოდან ყველი არ დავახეხე, რადგან ცხობის დროს ზედა მხარე სულ მიმაგრდება.
ცალკე ღრმა თეფშზე ამზადებ სოუსს:
1-1,5 ჭ ნაღები ან რძე(მე რძე მქონდა)რძის რაოდენობას საზღვრავ ჭურჭლის მოცულობის მიხედვით+2 ს/კ ზეთი+1ს/კ აჯიკა+(ნივრიანი გემო რომ იგრძნობა ძალიან უხდება)+ 2 ც ათქვეფილ კვერცხს. ამას კველაფერს კარაგად ათქვიფავ ერთად და მოასხამ უკვე ფენებად ჩაწყობილ ჭურჭელს,ჭურჭელში არსებული ფენები თითქმის უნდა დაფაროს სოუსმა. აცხობ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25წუთი. უკვე მზა კერძს მოაყრი სასურველ მწვანილს: ოხრახუშს, კამას, მწვანე ხახვს . სულ ეგაა. ძალიან მსუყე კერძია და გემრიელი.

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze