Pages

ვიტამინებით სავსე სალათი,შემწვარი ფეტათი და ვინეგრეტის სოუსით


სალათის ფოთლები ხელით დახიე,სტაფილო სპიჩკის ღეროებივით დაჭერი,ასევე ჭარხალი ოღონდ ცალკე+ცოტა ზეთი მოასხი(ასე თავის ფერს არ გადაიტანს სალათაზე ),კიტრიც ასევე დაჭერი.
მოხალე გოგრის თესლი,ასევე მე გამოვიყენე კოწახურის მარცვლები.
თხელი ლავაშის ფურცლები 2-3 ცალი მცირე ზომის,ტაფაზე დააწითლე.
მოამზადე სოუსი:
ბალზამიკოს ძმარი+სახლის ძმარი+ლიმონის ბალზამიკოც მქონდა და დავამატე(თუ არაგაქვს წვენი დააწურე)...1ს.კ.შაქარი+ცხარე წიწაკა+ზეთი ზუსტად 3-მაგი რაოდენობით მეტი ვიდრე ძმრის ნარევი დაასხი+მარილი...ეს ნარევი ემულგირებულ მასათ აქციე სათქვეფელას საშვალებით(ვენჩიკით)ან სულაც ჩანგლით(ცოტა დიდხანს მოგიწევს შერევა)...
ხოდა დიდ სინზე მოათავსე:
ლავაშის ფურცლები.
ცალკე ჯამში სალათის ფურცლები+სტაფილო და კიტრი+ჭარხალი ხელით ამოურიე და მოასხი სოუსი.
მოათავსე ლავაშის ზემოდან,მოაყარე მოხალული გოგრის თესლი და კოწახური. სკლიარი 1 ცალი კვერცხი 1ჩ.კ.აჯიკა 1ს.კ.სოიოს სოუსი ცოტა მარილი 100მლ.წყალი ფქვილი რამდენსაც შეიზელს(სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოგვივიდეს ცომი 0,5ჩ.კ.გამაფხვიერებელი 200გრ.ყველი ბრინზა კუბებად დაჭრილი ამოვავლოთ ამ სკლიარში და შევწვათ ბევრ ზეთში დააყარე სალათს ზემოდან

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze