Pages

ნიგვზიანი პრასი


გარჩეული და გარეცხილი პრასი მოვხარშე მარილიან წყალში და გავაგრილე (პრასი ძალიან დიდძირებიანი არ უნდა იყოს, საშუალო).
ცალკე გავატარე ნიგოზი და ხელით გამოვუყვანე ზეთი.
ცალკე დავნაყე ნიორი 3 კბილი, მწარე წიწაკა, ნედლი ქინძი და მარილი.
შევურიე ერთმანეთს ეს ორი მასა, დავამატე სუნელები - ზაფრანა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ოოდნავ დავამატე ძმარი (ზოგი საერთოდ არ უკეთებს, როგორც ვიცი) და გადადუღებული გაცივებული წყლით მივიყვანე სასურველ კონსისტენციამდე (ოდნავ თხელი უნდა იყოს).
გაგრილებული პრასი სათითაოდ კარგად ამოვსვარე ამ მასაში, გადავახვიე "ბუდეებად", შუაში ჩავალაგე ბროწეული და ზემოდან მოვასხი ნიგვზის ზეთი.

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze