Pages

სალათ "ბროწეულის სამაჯური"


ბროწეულის სამაჯური
მასალა:
ჭარხალი - 4 ცალი
ბროწეული - 3 ცალი
კარტოფილი - 4 ცალი
სტაფილო - 4-5 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
ქათმის ხორცი - 200-300 გრამი
ნიგოზი - 100 გრამი
ხახვი -2 თავი
ყველი (სასურველია 'სულგუნი') - 100 გრამი
შავი პილპილი
მარილი
მაიონეზი (ამ ინგრედიენტებზე 2 ცალი დამჭირდა, სასალათე - კალვე)

მოვხარშოთ ბოსტნეული და ქათმის ხორცი.
ხორცი დაჭერით კუბიკებად, ხოლო ბოსტნეული მსხვილ სახეხზე გახეხეთ (ჭარხალი შეიძლება ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ)
დაკეპეთ ნიგოზი
ხახვი, წვრილად დაჭრილი, მოთუშეთ ზეთში (შეიზლება მოუთუშავიც გამოიყენოთ)
ბროწეული და ჭარხალი შეინახეთ ცალ-ცალკე, ხოლო სალათის დანარჩენი ინგრედიენტები მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და მაიონეზით შეაზავეთ. ძალიან თხელი მასა არ უნდა გამოგივიდეთ.
სალათისთვის, სასურველია, გამოიყენოთ მრგვალი ფორმის ლამბაქი, რომლის ცენტრშიც მოათავსებთ ჭიქას. რეცეპტში მოცემული ინგრედიენტებით შეგიძლიათ ოთხი 'სამაჯური' გააკეთოთ.

ლამბაქზე, ჭიქის გარშემო დააფინეთ წარხლის ფენა, მოასხით მაიონეზი. შემდეგ ძირითადი მასა-მაიონეზი. ზემოდან ჭარხალი-მაიონეზი (ამ სალათისთვის მნიშვნელოვანია წითელი ფერი, ამიტომ ამიონეზის 'გამოჩენის' თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ მაიონეზი წინასწარ გადაურიოთ ჭარხალში, რომ შეიღებოს).
შემდეს ამოაცლით ჭიქას და გარედან მოაყრით ბროწეულს. 'სამაჯურიც' მზადაა, შეგარგოთ!

smile.gif


სურათი ვერაფრით დავდე, მოგვიანებით მიაუს დავსაქმებ

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze