Pages

საზაფხულო სალათი


4 ულუფისთვის
2 ნაჭერი ქათმის ფილე
1 კონა მწვანე სალათი
3-4 პამიდორი, ამდენივე კიტრი
4 მოხარშული კვერცხი
200 გრ კუბიკებად დაჭრილი ყველი
2-3 თავი ხახვი
1 დიდი ლიმონი
5 ს.კ ზეითუნის ზეთი
1/2 ჩ.კ დიჟონის ან ფრანგული მარცვლოვანი მდოგვი

მარილი, პილპილი, ცოტა შაქარი(მწიკვი)

ქათმის თითოეული ფილე გავჭრათ სიბრტყეზე, მოვასხუროთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 საათით მინიმუმ შევდგათ მაცივარში, რათა ხორცს კარგად გაუჯდეს გემო.
ბოსტნეული გაარჩიეთ და გარეცხეთ.
მოამზადეთ სოუსი: დარჩენილი ლიმონის წვენს დაამატეთ ზეთი, მდოგვი, მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი, კარგად აურიეთ, რათა მიიღოთ მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი მასა.
სალათი შეგიძლიათ ინდივიდუალურად თეფშებზე ,,ააწყოთ" ან მთლიანად სასალათეში გააკეთოთ. მე პირველი ვარიანტი გავაკეთე.
ქათმის ფილეს ცოტა მარილი და პილპილი მოაყარეთ და შებრაწეთ ტაფაში ორივე მხრიდან. შეაგრილეთ და დაჭრით ზოლებად.
სალათის ფურცლები დაანაწევრეთ და გაშალეთ თეფშზე, მოასხურეთ ცოტა სოუსი (რომელსაც ყოველი დასხმის წინ კოვზით აურევთ, რადგან ინგრედიენტები ცალ-ცალკე არ გაიქცეს). გაანაწილეთ კიტრი, პამიდორი, ხახვის რგოლები , კვერცხის ნაჭრები და ისევ სოუსი მოასხით. ზემოდან თითოეულ ულუფას დაადეთ ქათმის ნაჭრები და კვლავ სოუსი. მე ზემოდან მოვაყარე სეზამის მარცვლები

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze