Pages

კუსკუსის სალათი


ვიღებ კუსკუსს,ვათავსებ ჯამში,ვასხავ 1-2 ს.კ. თბილ წყალს და 1 ს.კ. ზეთს ,ნუ კუსკუსიც ასე 1,5 ჩ.ჭ. ან 2 ჩ.ჭ.
მშრალ კუსკუსს ვსრესავ ხელებში,ანუ ვაზელ იმ ზეთს და წყალს,ვამატებ ცოტა წყალს და ზეთს იქამდე+ვსრესავ,სანამ ფხვიერი ნესტიანი მასა არ გამომივა.
წყალს ვადუღებ ქვაბში.
ვათავსებ კუსკუსს წმინდა საცერში და ვადგავ ქვაბს(ანუ ქვაბის ზომა ცოტა პატარა უნდა იყოს ის საცერი არ ჩაგივარდეს,ან ხელით დაჭერა არდაგჭირდეს ,ვაფარებ სახურავს,ან ტილო ჯობია და ვამზადებ,სანამ მარცვალი კარგი ფხვიერი და რბილი არ გახდება+ერთხელ ჩანგლით ამოაფხვიერებ კუსკუსს.

სანამ მზადდება კუსკუსი,მე პამიდორს ვჭრი შუაზე, ვაცლი თესლს და ზედმეტ სითხეს,ვჭრი კუბიკებათ.
ასევე ვჭრი კიტრს კუბიკებათ.
ბევრი ოხრახუში და ცოტა პიტნა უნდა დაჭრილი.
პილპილი და მარილი.
ზეთს და ლიმონის წვენს ერთმანეთში ვურევ.
კუსკუსს ვასხავ ზეთის და ლიმონის ნარევს+ცოტა მარილი ,ისე ვაციებ.
მერე ვამატებ ბოსტნეულს,ამოურევ კიდე თუ აკლია ლიმონის წვენი ვამატებ და მზად არის.

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze