Pages

მწვანე პომიდვრის სალათი


5 კგ.მწვანე პამიდორი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად,ალყა-ალყა,დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 2-3 საათი.
1კგ ხახვიც დავჭრათ ალყა-ალყა.
200 გრამი ნიორი.
ძმარი გემოვნებით.
ნახევარი ლიტრი ზეთი.
ქინძიდა უცხო სუნელები,ყვითელი ყვავილი.
ზათი ავადუღოთ.პამიდორი ამოვწუროთ მარილიდან და გადავავლოთ წყალი რომ მლაშე არ გამოვიდეს და კარგად გავწუროთ.
შემდეგ აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში ,დავასხათ გაციებული ზეთი,გავსინჯოთ მარილად ,ცოტა ხანი გავაჩეროთ ასე და შემდეგ ჩავტენოთ ბანკებში.

ცოტა ხანს ვასტერილოთ.

 

მწვანე პომიდვრის სალათის მწნილi

5 კგ. მწვანე პამიდორი
1კგ. სტაფილო
ოხრახუში საშუალო ზომის კონა, ნიახური 2 პატარა კონა(თავის გემოზე რომ არ წაიყვანოს)მწარე წიწაკა იმის მიხედვით რამდენად მწარე გიყვართ, ნიორიც გემოვნებით, 10- 15 ცალი დაფნის ფოთოლი,კამას მე მწვანეს ვაჭრი რადგან ხმელი აქ არ მაქვს და კარგი გამოდის, საქართველოში თესლიან ხმელ კამას ვამატებდი .წითელი ტკბილი წიწაკა .
პომიდორს ვჭრით ისე როგორც სალათისთვის,სტაფილოს თხლად , დანარჩენ ინგრედიენტებსაც სურვილის მიხედვით ვჭრით, ვაყრით მარილს გემოვნებით, ავურევთ კარგად, დავტოვებთ ერთი დღე ემალის ქვაბში. მეორე დღეს მჭიდროდ ჩავტენით ქილებში ,თავისივე გამოშვებულ წვენში. გავუკეთებთ სახურავს და ვდგამთ გრილად. ვიზუალურად გამოდის ლამაზი და გემოვნებით თქვენ შეაფასეთ.ნამდვილად არ ინანებთ.

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze