Pages

ანდალუზიური სალათის რეცეპტი


1. ენა საქონლის ან ღორის 300 გრ
2. კომბოსტო 300 გრ
3. ხახვი 2 ცალი საშუალო
4. მჟავე კიტრი 3 ცალი
5. ქამა სოკო 300 გრ
6. ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, მაიონეზი

მომზადების წესი:
ენა და მჟავე კიტრი დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად, ხახვი დავჭრათ პატარა კუბიკებად დავამატოთ ცოტა ძმარი ცოტა შაქარი დავასხათ ადუღებული წყალი (რომ დაიფაროს ხახვი) და გავაჩეროთ ნახევარი საათი
სოკო მოვხარშოთ და შემდეგ ესეც დავჭრათ კუბიკებად
შევაერთოთ ხახვი, ენა, კიტრი და სოკო და შევაზავოთ მაიონეზით
კომბოსტო წვრილად დავჭრათ დავამატოთ ცოტა შაქარი, მარილი და ხელით ავსრისოთ და ბოლოს დავამატოთ ლიმონის წვენი
განიერი დიდი თეფშის ძირი მოვფინოთ კომბოსტოთი და შემდეგ შუაგულში დავდოთ შეზავებული ენა კიტრი და სოკო

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze