Pages

'ჩინური წესით მომზადებული ბოსტნეული


მზადდება ვოკში, ეს არის ვიწრო ძირიანი, კონოსისებური, მაღალ გვერდებიანი ტაფა .

პირველი ისხმება ზეთი და დაბალ ცეცხლზე რომ შეცხელდება უნდა დაუმატო ჯინჯერი (ჯანჯაფილი), ნიორიც შეიძლება თუ ჯინჯერი არ გაქვს. აუწიო ცეცხლს მაქსიმუმამდე და ჩაუშვა დაჭრილი ბოსტნეული, რომელსაც უნდა ურიო დიდი ქაფქირით, ან რაიმე ფართე მოსარევით. შეამზადო-შეკმაზო შეგიძლია სოიას სოუსით და სპეციალური ცხარე ჩინური საწემლებით, ან უბრალოდ მარილი, წიწაკა ან აჯიკა. 

ბოსტნეულს კი რაც შეეხება - შენი სურვილის მიხედვით, მაგრამ ძირითადად ესენია: სტაფილი დაჭრილი, ყვავილოვანი კომბოსტო, პრასის სქელი ძირები, ბამბუკი, ჩვილი სიმინდი, აი 7-10 სმ-ის სიმინდები რომ იყიდება ისინი, მწვანე გაროზი, ან პარკოსნების სახეობები (მწვანე-ყვითელ-თეთრი ფერის ვარიაციებში), ბროკოლი . . . მემგონი რაიმე რ გამომრჩენია -აა, სოკო, ბულგარულიც შეიძლება. კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი, ჭარხალი ამ ვარიაციებშI არ ფიგურირებს ძირითადად. 


ხო, ამ ყველაფერს უშვებიან კიდევ ათქვეფილ სოკოს და წინა დღის ნარჩენ ცივ ბრინჯს - და გამოდის ჩინური საუზმე.
პ.ს. ვოკს, კი ის "მუღამი აქვს, რომ ბოსტნეული თან იწვება და თან იშუშება, რადგან ნახევრამდე ზეთშია, ამიტომაც უნდა ხშირი მორევა, ხოო თან მზად არის რამდენიმე წუთში.

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze