Pages

ცეზარი2


საჭიროა: სალათის ფურცლები, ქათმის ხორცი, სოკო, პამიდორი, მაიონეზი, არაჟანი, ლორი -შემწვარი თხელ ნაჭრებად - პურის კუბიკები -სუხარიკები ანუ და პარმეჯანო-როცა არ მაქვს სულუგუნს ვახეხავ 
სანამ ყველაფერს დაიწყებ - პური დაჭერი კუბიკებად ღრმა ქვაბში ჩაასხი ზეთი+ხმელი სუნელი+ნიორი ჩაჭყლეტილი-ამოურიე ამ ყველაფერს და ჩაყარე ეს სუხარიკები - კარგად რომ ამოევლება დაყარე თუნუქის ფურცელზე და შეიწვას აირღუმელში 
მე მიყვარს შამპინიონები უმად როდესაც არის მაგრამ ოჯახში უმი სოკო ვერავის ვერ შევაყვარე
ამიტომ ჩვეულებრივი რკინის ქილის სოკო და მოხარშული (შეიძლება შებოლილი) ქათმის რბილი -დაჩილული
ნაწილები -მოვშუშოთ-დავბრაწოთ - ამასობაში ხახვი+ნიორი მოვშუშოთ ზეთში, მე ცხარე მიყვარს და ამიტომ დავუმატე
თხევადი ჩილი და ცოტაოდენი სოიოს სოუსი - ეს ყველაფერი დავასხი სოკოს და ქათმის ხორცს/
ბლენდერი: ჩავასხათ 1 შეკვრა მაიონეზი, რამოდენიმე სუფრის კოვზი არაჟანი, და მე ვუმატებ მდოგვს (ამჯერად ძალიან მომწონს კაკლებიანი მდოგვი-ძალიან გემრიელია) ჩავყარე დაჭრილი კამა და ქინძი - ცოტა მარილი და ხმელი სუნელი - ეს ყველაფერი აითქვიფება და გამოდის უგემრიელესი სოუსი...

სოკოს და ქათმის მასა გადვიტანე დიდ ლანგარზე, მოვაყარე ნაწილი დაჭრილი სალათის ფოთლები, ცოტა სოუსი მოვასხი, მოვაყარე პარმეჯანო, და დაჭრილი პამიდორი შემოვუწყვე ლამაზად - შემდეგ ისევ სალათის ფოთლები -ისევ სოუსი და ბოლოს პარმეჯანო - და ბოლოს შევალამაზე შემწვარი ლორით და სუხარიკებით

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze