Pages

ორაგულის სალათა კრეკერებით


ინგრედიენტები 200გრ. შებოლილი, ნაკლებ მარილიანი ორაგული 6-7 ცალი პატარა კარტოფილი 2 ცალი სტაფილო 4-5 ცალი კვერცხი მწვანე ხახვი კამა, მარილი, პილპილი გემოვნებით კრეკერები 1 შეკვრა სოუსი: 1ს.კ.დიჟონის მდოგვი 200გრ.არაჟანი 200გრ.მაიონეზი ცოტა ლიმონის წვენი გემოვნებით მომზადების წესი მოვხარშოთ კვერცხი, კარტოფილი და სტაფილო და დავჭრათ. თევზი წვრილად დავჭრათ, ასევე მწვანე ხახვი დავჭრათ. შევანელოთ სოუსით (ყველა ინგრედიენტების შერევით). ხსნად ყალიბში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი, ძირზე დავალაგოთ ერთ ფენად კრეკერები, დავადოთ სალათის ნახევარი პორცია, ისევ ზევიდან დავალაგოთ კრეკერების ფენა, გადავუსვათ დანარჩენი სალათის ნაწილით და დავასრულოთ კრეკერების ფენით. შევდგათ მაცივარში და 3 საათში გადმოვაბრუნოთ თეფშზე,მოვხსნათ ცელოფანი და მოვაყაროთ ცოტა კამა. სოუსის რაოდენობა ცოტა პირობითია, რადგან არაა ზუსტად განსაზღვრული ბოსტნეულის რაოდენობა(წონა), აქედან გამომდინარე ენდეთ ინტუიციას და გემოვნებას :)...ცოტა მოსველო უნდა იყოს სალათა რომ კრეკერებსაც გაუჯდეს საწებლის გემო.

წყარო  ბეჭდვა


სალათები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze