Pages

რატატუი (სამარხვო)


2 საშუალო ზომის ყაბაყი
3-4 საშუალო პამიდორი
1-2 კბ ნიორი
1-1 წითელი და ყვითელი (ან მწვანე) დიდი ზომის ბულგარული წიწაკა
პროვანსული ბალახების ნაკრები herbes de provence
ზეითუნის ზეთი
მწვანილი (ქინძი, რეჰანი, ბაზილიკი...)

მარილი, პილპილი   1 თავი ხახვი    

შესაძლებელია ბადრიჯნის და ყვითელი ყაბაყის დამატებაც. ფრანგულ რეცეპტებში ყვითელი ყაბაყი თითქმის ყოველტვის ფიგურირებს.
სხვათა შორის, ყვითელი ყაბაყის თესლი შევიძინე, სოფელში დავთესეთ კიდეც, მაგრამ ჩვეულებრივი, ღია მწვანე ფერის აღმოჩნდა :( იმედია, მასთან ერთად ნაყიდი ყვითელი პამიდორებიც არ დაწითლდებიან :D
ბოსტნეული ძალიან თხელ ფირფიტებად დაჭერით.
ერთი კანგაცლილი პამიდორი გახეხეთ ან დააბლენდერეთ ნიორთან ერთად. ფორმის ძირსა დაგვერდებს ცოტაოდენი ზეთი მოუსვით. ერთმანეთზე დაალაგეთ ბოსტნეულის ფენები ფერების თქვენთვის სასურველი მონაცვლეობით.
მოასხით პამიდორ-ნიორის მასა, რამდენიმე კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პროვანსული ბალახები და 200 გრადუსზე 20, მაქსიმუმ 30 წთ. ბოსტნეული რბილდება, თუმცა სიხრაშუნეს ინარჩუნებს. უკვე მზას მოაყარეთ მწვანილი.
ფრანგები რატატუის გარნირად მიიჩნევენ, თუმცა შეიძლება მთავარ კერძადაც მიირთვათ. ამ შემთხვევაში, პურს ან ბრინჯს ატანენ.
ეხლა რაც შეეხება პროვანსულ ბალახებს - ეს არის სხვადასხვა არომატული სუნელის ერთობლიობა. მის შემადგენლობაში ძირითადად შედის ბაზილიკი, მაიორანი, ორეგანო, როზმარინი, სალბი, ქონდარი, შეიძლება შეიცავდეს ტარხუნას, დაფნას და სხვ.
პროვანსული სუნელები არაჩვეულებრივია გრილზე შემწვარ ხორცეულთან და თევზთან, ბოსტნეულის რაგუსთან, სხვადასხვა სოუსებში და პამიდვრიან კერძებში.

 

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze