Pages

რიზოტო


არსებობს რიზოტოს მომზადების მრავალი რეცეპტი, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი ბრინჯია.

ბრინჯი პირველად უნდა მოითუშოს კარაქში ან ზეითუნის ზეთში თითოეული მარცვლის ცხიმის გარსით სრულ დაფარვამდე. შემდეგ ემატება თეთრი ღვინო, რომელსაც შეიწოვს ბრინჯის მარცვლები. ღვინის ამოშრობის შემდეგ ნელნელა ვუმატებთ ცხელ ბულიონს და გამუდმებით ვურევთ. მორევის შედეგად ხდება სახამებლის გადასვლა ბრინჯის მარცვლებიდან სითხეში, რაც ხდის მას ნაღების ტექსტურის პრიალა სითხედ. მზადების პროცესში ხშირი გასინჯვა გვეხმარება მივხვდეთ როდის არის რიზოტო მზად, საშუალოდ ეს პროცესი გრძელდება ღვინის აორთქლებიდან 17 წუთს. ამის შემდეგ გადმოვიღებთ ცეცხლიდან, ვუმატებთ კუბიკებად დაჭრილ კარაქს და გახეხილ პარმეზანს და ვურევთ ერთიანი პრიალა კონსტიტენციის მიღებამდე.

რიზოტო იტალიური ტრადიციული კერძია. რიზოტოს მოსამზადებლად გამოიყენება სპეციალური ჯიშის ბრინჯის რამოდენიმე სახეობა. ესენია: კარნაროლი, ვიალონე ნანო და არბიოლო.

 

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1214

ბრინჯი რიზოტოსთვის - 250 გრ;

ქათმის ბულიონი - 250 გრ;

თეთრი ღვინო - 250 გრ;

წყალი - 250 გრ;

ბოსტნეული - 250 გრ (100 გრ ხახვი, 40 გრ მშრალი სოკო, 110 გრ სატაცური);

ზეთი - 2 სადილის კოვზი;

კარაქი - 1 სადილის კოვზი;

მარილი, შავი პილპილი.

შენიშვნა: საჭიროა რიზოტოს ან პაეიას მოსამზადებელი იტალიური ან ესპანური ბრინჯი. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ მრგვალი, არამწებავი ჯიშის ბრინჯი გამოიყენეთ;

 

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1097 რიზოტო ბეკონით, ქათმის ხორცითა და სოკოთი

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze