Pages

შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით


მრგვალ ტაფაში (ვოკი, ნახე თანდართული სურათი) ჩავასხათ 2სკ ზეთი, ძალიან გავახუროთ და შემდეგ ჩავასხათ 2 ათქვეფილი კვერცხი და ეგრევე დავიწყოთ ხის კოვზით ინტენსიური მორევა და დანაწევრება. ასე შეძლებ, რომ კვერცხი დაქუცმაცებულად შეიწვას. შემდეგ ჩავამატებთ კიდევ 2სკ ზეთს, ჩავყრით დაკეპილ 2-3 კბილ ნიორს და სადღაც 300-350 გრამ მოხარშულ ბრინჯს (მანამდე მაცივარში ნამყოფს) და კარგად ამოვურევთ, რომ ბრინჯი არ შეწებდეს. მერე ვამატებთ დაახლოებით 3 სკ გახეხილი სტაფილო, 4 სკ მწვანე ბარდა, 1 კონა დაჭრილი მწვანე ხახვი (დაახლოებით 4-5 მსხვილი ღერი). ამ ყველაფერს კააარგად ამოვურევთ და შევკმაზავთ 2-3 სკ სოიოს სოუსით და პილპილი და მარილი გემოვნებით.

როცა ყველაფერს კარგად ამოურევ, გადაკეტავ გაზქურას და მზად არის

ბრინჯი ჩინურად  http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=86&Itemid=55

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze