Pages

აჯაფსანდალი


800გრ.ბადრიჯანს,რგოლებატ ვჭრი და მარილს ვაყრი,1-2 საათში წყალს ვავლებ.
ვჭრი 2-3 ბულგარულს ნახევარ რგოლებათ თითის სისქის ზომაზე.
800-1კგ. პამიდორს კანს ვაცლი და რგოლებათ ვჭრი.
2 თავ ხახვს ვჭრი.
კარტოფილს მსხვილად ვჭრი ასე 4-5 ცალს და დაახლოებით 200მლ. ზეთში(ან სანახევროდ კარაქთან),ძალიან ცხარე ცეცხლზე ვაწითლებ.
როცა შეწითლდება ხახვს ვაყრი,კიდევ ცოტახანს შევაწითლებ,მერე ნახევარს ამოვიღებ თეფსზე და ვიწყებ დაჭრილი ბოსტნეულის ფენებად დალაგებას.ბოლო ფენა პამიდვრის არის და რათქმაუნდა მწვანილი ოხრახუში+რეჰანი+ცოტა ქინძი+ნიორი წვრილად დაჭრილი.
მარილი და პილპილი გემოვნებით.
ვამზადებ ძალიან დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.
ეხლა პამიდორს არც ისე მკვეთრი გემო აქვს და 1 ს.კ.ტომატ პასტას გაურევდი დაჭრილ პამიდორს. 



წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze