Pages

ბროკოლის პუდინგი


500-700 გრამი ბროკოლი გავრეცხოთ, გავწმინდოთ და პატარა „ყვავილებად“ დავანაწევროთ. 1 ცალი თავი ხახვი წვრილად ავკეპოთ. ეს ბოსტნეული ჩავყაროთ ქვაბსი, დავასხათ ცხელი წყალი და ოდნავ მოვშუშოთ, მთლად არ უნდა დარბილდეს. ხარშვისას მივამატოთ მარილი და სავი წიწაკა.
ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე . პარალელურად 2 ცალი კვერცხი , 50-100 გრამი ნაკლებცხიმიანი მაწონი და 1 ს/კ პურის ფქვილი კარგად ავთქვიფოთ, გემოვნებით შევკაზმოთ მარილით და წიწაკით. სიცხეგამძლე ფაიფურის ფართო ჭურჭელში ( ან ნებისმიერი სხვა ჭურჭელი, რომელიც ღუმელში უძლებს, თუნდაც უტარო ტაფა იყოს ან ისეთი ტაფა, რომელსაც არ აქვს დნობადი „ყურები“) ჩავაწყოთ მოხარშული ბროკოლი, მოვასხათ შემზადებული მაწვნიანი მასა და ცხელ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი ვწვათ. რომ აწითლდება თავად დაინახავ და ე.ი. მზადაა. გამზადებულს ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და თუ გვაქვს, ასევე მწვანე ხახვიც ცოტა, გემოვნებით ცხადია.

გარნირად შეიძლება გამოვიყენოთ მოხარშული კარტოფილი, ან სულაც ეს მოხარშული კარტოფილი თავიდანვე შეურიე ბროკოლის და ორივეს ერთად მოასხი მაწვნიანი სოუზი და ერთად შეწვი. როგორც გადაწყვეტ .

შეგიძლია შეურიო ყვავილოვანი კომბოსტოც, თუ გაქვს და თუ გიყვარს

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze