Pages

ნიგვზიანი ლობიო


სასურველია ლობიო წინა ღამით წყალში ჩაალბო და მეორე დღეს მოხარშო, ასე უფრო მალე მოიხარშება.

შემდეგ აიღებ ხახვს (რაოდენობა თვალის ზომით ლობიოს რაოდენობის გათვალისწინებით )და დაჭრი წვრილად. ნახევარს მოშუშავ 
ზეთში და ნახევარს ეგრევე ჩაუშვებ ლობიოში. თან ლობიოს ქვაბს ხის კოვზით ურევ და ნელ-ნელა ზილავ ქვაბის კიდეზე. თუ არ გაქვს
ხის კოვზი, ჩვეულებრივიც წავა, უბრალოდ ხის კოვზით კარგად იზილება. მერე ამ მოშუშულ ხახვსაც ჩაუშვებ თავის ზეთიანად. და ისევ ზილავ.
ამის მერე დაჭრი წვრილად ნიორს, ბლომად ქინძს და არც ისე ბლომად ნიახურს. თუ ნედლი ქონდარის პერიოდია, ქონდარსაც დაჭრი, 
თუ არადა ხმელ ქონდარს ჩაყრი ლობიოს ქვაბში, ამოურევ, ჩაყრი მარილსა და პილპილსაც და ჩაუშვებ ნიორ-მწვანილს.
წამოადუღებ და მზადაა.
მწვანილის და ნივრის რაოდენობაც თვალის ზომით ლობიოს რაოდენობის გათვალისწინებით. 

500გრ. ლობიოზე 1 ჩ.ჭ.ნიგოზი გაატარე და დაამატე ამ შენელებულ მასას. სისქეც შენ თვითონ გააკონტროლე ანუ ადუღებული წყლის დამატებით

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze