Pages

ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს ოგრადენი


მასალა:
1 ბროკოლი
1 ყვავილოვანი კომბოსტო
100გ კარაქი
60გ ფქვილი
2 ჩ/ჭ რძე
3 კვერცხი
100გ გრავიერა ყველი
nut meg 
მარილი,პილპილი
ნაღები 
ოხრახუში

1. ბოსტნეულს ვრეცხავთ კარგად,დატეხილ ნაჭრებად და ვაჩერებთ მარილიან წყალში 15წუთი.
2. შემდეგ ვაკეთებთ ბესამელს.ვათავსებთ კარაქს ქვაბში და შემდეგ ფქვილს,ვურევთ გაუჩერებლად სანამ სურნელს არ გამოსცემს.
3. ნელ-ნელა ვასხავთ ცხელ რძეს,ვურევთ გაუჩერებლად სანამ ცოტათი არ შესქელდება და გადმოვდგავთ ცეცხლიდან.2წუთში ვამატებთ ათქვეფილ კვერცხს და გახეხილ ყველს.
4. ბესამელში ვაწყობთ ბოსტნეულს,ვამატებთ nut meg (მოსხოკარიდო..ქართულად ვერ გეტყვით),მარლს,პილპილს,ვათავსებთ კარაქ წასმულ ფორმაში და ვურევთ კარგად.
5. ზემოდან პატარ-პატარ ნაჭრებად დაწრილ კარაქს მოვაყრით და ვდგავთ ღუმელში 40-45წუთი 180გრადუსზე.
თეფშზე ვამატებთ(თუ მოგწონთ) ცოტა ნაღებს და ოხრახუშს.




წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze