Pages

მასლიატა სოკო


ეს სოკო ძალიან კარგია შემწვარი ასეთი წესით - დაყრი ცხელ ტაფაზე ფეხებით ზევით, უცხიმოდ, დაახურავ თავზე და როცა სითხე გამოუვა, მერე ახდი. მოაყარე მარილი, სითხის დაშრობის შემდეგ დაუმატე კარაქი და შებრაწე. ამ სოკოს კარაქი უფრო უხდება. ასე შეგიძლია ნებისმიერი სოკო შეწვა. 
მარინადი - სოკოს ჩაყრი მდუღარეში და 10-15 წუთი ადუღებ. შემდეგ ამოწურავ და ცივ წყალს გადაავლებ. დავდგავთ ახალ წყალს, რომელსაც გავუწყობთ მარილს დაახლოებით 1 ლიტრზე 1,5 ს/კოვზი, რამდენიმე დაფნის ფოთოლი. პილპილისა და ბაჰარის მარცვლები და რომ ადუღდება, ჩავყრით სოკოს. ვხარშავთ წყლის დაწმენდამდე, დაახლოებით 15-20 წუთი. ქილებში ამოვიღებთ სოკოს ქილის 2/3-ზე, ჩავუდებთ ნივრის კბილს, დავაფარებთ კარგად გარეცხილ მუხის ფოთლებს, რომელიც ობისაგან იცავს, ჩავამატებთ ძმარს - 1 ლიტრიან ქილაზე 1ს/კოვზი, 2ლიტრიანზე - 2 ს/კოვზი. შევავსებთ სოკოს ნახარში მარილ-სუნელებიანი წყლით და პლასტმასის სახურავებს გავუკეთებთ. სტერილიზაცია სახლის პირობებში არ არის მიზანშეწონილი და ასე უსაფრთხოა.

ჰო, ქუდები შეგიძლია არ მოხსნა, მაგრამ სოკო ლორწოვანია და არ შეგაშინოს. ძალიან გემრიელია, უხდება კიდეც

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze