Pages

გრატენ დეფინუა კარტოფილის კერძი


ორი პერსონისთვის

600გ რგოლებად, თხლად დაჭრილი კარტოფილი (არც ისე ძველი)
250მლ რძე
250მლ წყალი
ორი კბილი ნიორი
ერთი დიდი ხახვი
ორი დაფნა
150მლ ნაღები
ერთი მწიკვი მუსკატი
გახეხილი ყველი (გრუიერი) თუ არადა ნებისმიერი ქართული წავა (უკეთესიც იქნება), გუდისყველის გარდა
100გ კარაქი
პილპილი, მარილი

ჩადეთ კარტოფილი დიდ ქვაბში დაასხით რძე, წყალი,ორად გაჭრილი ნივრები, დაფნები და დაამარილეთ

მიიყვანეთ დუღილამდე, თან ფრთხილად ურიეთ რომ კარტოფილი ერთმანეთს არ მიეწებოს, ადუღების შემდეგ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში, თან მოურიეთ ხოლმე

შემდეგ კარგად გადაწურეთ კარტოფილი

და ჩაალაგეთ მისი ნახევარი ფართე ქურაგამძლე ჭურჭელში, მოაყარეთ დაფქული მუსკატი,პილპილი, მოასხით ნაღების ნახევარი, ასევე კარაქში კარგად მოშუშული ხახვის ნახევარი და მოაყარეთ გახეხილი ყველი

დაადეთ კარტოფილის მეორე ფენა და განაახლეთ იგივე ოპერაცია

შედგით 190°-ზე წინასწარ გახურებულ ქურაში დაახლ. 1 საათის განმავლობაში, სანამ ზედაპირი წითელ-ოქროსფრად არ დაიბრაწება

წყარო  ბეჭდვა


ბოსტნეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze